ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ პიონერის ჯილდო გადაეცემა

© Facebook / photo: Golden Globes / FBოქროს გლობუსის ჯილდო
ოქროს გლობუსის ჯილდო - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2026
გამოწერა
წელს ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“ საქართველოს სახელით რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი.
თბილისი, 15 ოქტომბერი - Sputnik. ქართველ რეჟისორს, ლევან კოღუაშვილს კინემატოგრაფიაში გამორჩეული შემოქმედებითი ხედვისა და კინოსა და ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის Golden Globes Trailblazer Award „ოქროს გლობუსის“ პიონერის ჯილდო გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დაჯილდოება Golden Globes Silk Road Tribute Gala-ს ფარგლებში 2026 წლის 23–24 ოქტომბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართება.
„ოქროს გლობუსის“ პიონერის ჯილდო (Golden Globe Trailblazer Award) გადაეცემათ იმ კინემატოგრაფისტებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს და ახალი გზები გაკაფეს საერთაშორისო კინოინდუსტრიაში.
აღსანიშნავია, რომ წელს ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“ საქართველოს სახელით, რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი. სურათი საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზეა წარდგენილი.„გურია“ არის ტრაგიკომედია სიყვარულსა და მეგობრობაზე 1990-იანი წლების დასაწყისის გაჭირვებულ, მაგრამ მაინც ნიჭიერ და ადამიანურობით სავსე გურიაში.
„გურია“ კოღუაშვილის მეოთხე სრულმეტრაჟიანი ფილმია. 2021 წელს გამოვიდა ლევან კოღუაშვილის მხატვრული ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“, რომელმაც ნიუ-იორკის „ტრაიბეკას“ კინოფესტივალზე სამი მთავარი პრიზი მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0