https://sputnik-georgia.com/20261015/lavrovi-cecxlis-sewyveta-zelenskis-gonze-mosayvanad-ar-moxdeba-301182231.html
ლავროვი: ცეცხლის შეწყვეტა ზელენსკის გონზე მოსაყვანად არ მოხდება
ლავროვი: ცეცხლის შეწყვეტა ზელენსკის გონზე მოსაყვანად არ მოხდება
Sputnik საქართველო
უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესახებ ტრამპის მოწოდების საპასუხოდ, ზელენსკიმ ზავის დადების შესახებ საკუთარი პირობა წამოაყენა. 15.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-15T18:45+0400
2026-10-15T18:45+0400
2026-10-16T00:15+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
სერგეი ლავროვი
ვოლოდიმირ ზელენსკი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/18/285858179_77:322:1457:1099_1920x0_80_0_0_a6eb8da740a9552a9a300de6e8e6ff27.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში შესაძლო არჩევნების ჩატარების შესახებ პოზიციას მიუღებელი პირობები დაურთო, განაცხადა ხუთშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.„ბატონმა ზელენსკიმ უკვე ნათლად აჩვენა, რომ არჩევნები არ აინტერესებს, რადგან მან ამას ისეთი პირობები დაურთო, რომლებიც იმთავითვე მიუღებელია“, — განაცხადა ლავროვმა ბაქოში, „აზიაში ურთიერთქმედებისა და ნდობის ზომების შესახებ“ (CICA) მეშვიდე სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ არჩევნები უნდა ჩაატაროს; მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინას სჭირდება ადამიანი, რომელიც რუსეთთან შეთანხმების მიღწევას შეძლებს. თავის მხრივ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ საკითხის განხილვაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა თანახმა, თუ რუსეთთან 60-დღიანი ზავი დამყარდებოდა.„არანაირი ცეცხლის შეწყვეტა, რათა ის (ზელენსკი - Sputnik) კვლავ გონზე მოიყვანონ და იარაღის მარაგი შეუვსონ, არ მოხდება“, — ხაზი გაუსვა ლავროვმა.რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა ზელენსკის განცხადებაზე, რომელიც არჩევნების ჩატარების მიზნით ზავის დადებას ეხებოდა. პესკოვის თქმით, რუსეთის ლიდერი მზად იქნება, გასცეს ბრძანება, რომ სწორედ არჩევნების დღეს უკრაინაზე დარტყმები არ განხორციელდეს.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/18/285858179_278:326:1309:1099_1920x0_80_0_0_230a6020211d5cc56a5e3e82aa14b985.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , სერგეი ლავროვი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , სერგეი ლავროვი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მსოფლიოს ახალი ამბები
ლავროვი: ცეცხლის შეწყვეტა ზელენსკის გონზე მოსაყვანად არ მოხდება
18:45 15.10.2026 (განახლებულია: 00:15 16.10.2026) უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესახებ ტრამპის მოწოდების საპასუხოდ, ზელენსკიმ ზავის დადების შესახებ საკუთარი პირობა წამოაყენა.
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში შესაძლო არჩევნების ჩატარების შესახებ პოზიციას მიუღებელი პირობები დაურთო, განაცხადა ხუთშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„ბატონმა ზელენსკიმ უკვე ნათლად აჩვენა, რომ არჩევნები არ აინტერესებს, რადგან მან ამას ისეთი პირობები დაურთო, რომლებიც იმთავითვე მიუღებელია“, — განაცხადა ლავროვმა ბაქოში, „აზიაში ურთიერთქმედებისა და ნდობის ზომების შესახებ“ (CICA) მეშვიდე სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ არჩევნები უნდა ჩაატაროს; მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინას სჭირდება ადამიანი, რომელიც რუსეთთან შეთანხმების მიღწევას შეძლებს. თავის მხრივ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ საკითხის განხილვაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა თანახმა, თუ რუსეთთან 60-დღიანი ზავი დამყარდებოდა.
„არანაირი ცეცხლის შეწყვეტა, რათა ის (ზელენსკი - Sputnik) კვლავ გონზე მოიყვანონ და იარაღის მარაგი შეუვსონ, არ მოხდება“, — ხაზი გაუსვა ლავროვმა.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა ზელენსკის განცხადებაზე, რომელიც არჩევნების ჩატარების მიზნით ზავის დადებას ეხებოდა. პესკოვის თქმით, რუსეთის ლიდერი მზად იქნება, გასცეს ბრძანება, რომ სწორედ არჩევნების დღეს უკრაინაზე დარტყმები არ განხორციელდეს.