https://sputnik-georgia.com/20261014/zaglis-hiperpopulaciis-programa-gagrzeldeba-301147591.html
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა 2027 წელსაც გაგრძელდება
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა 2027 წელსაც გაგრძელდება
Sputnik საქართველო
სააგენტო გეგმავს, სავარაუდოდ, 13,619 პატრონიანი ძაღლის უფასო სტერილიზაციასაც. 14.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-14T15:35+0400
2026-10-14T15:35+0400
2026-10-14T15:35+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
ცხოველთა დაცვა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1f/273588163_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_3bf49b925060123a149924226f0fec4d.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა 2027 წელსაც გაგრძელდება.„ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის" მიზანი ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენციაა, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ისე ადამიანთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად.2027 წელს პროგრამის ფარგლებში სააგენტო შეამოწმებს და ერთიან ბაზაში შეიყვანს 102,092 პატრონიან ძაღლს. საჭიროების შემთხვევაში, ამ ძაღლებს ჩაუტარდებათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - მათი რეგისტრაცია განხორციელდება მიკროჩიპების გამოყენებით.გარდა ამისა, სააგენტო გეგმავს, სავარაუდოდ, 13,619 პატრონიანი ძაღლის უფასო სტერილიზაციასაც.სააგენტო საქართველოს რეგიონებში 2027 წელს გეგმავს 37,5 ათასი მიუსაფარი ძაღლის დაჭერას, აცრა/სტერილიზაციას და შავ ჭირასა და ლეიშმანიოზზე შემოწმებას. ძაღლებს დროებით განათავსებენ ცხოველთა თავშესაფრებში და შემდეგ გაუშვებენ თავისუფლებაზე, მათი მუდმივი ყოფნის ადგილას.ამასთან, მთავრობამ აკრძალა მიუსაფარი ძაღლების დაბრუნება საბავშვო ბაღების, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების, საზკვების ობიექტების, აგრარული ბაზრების, სასტუმროების, საბავშვო და სპორტული მოედნების მიმდებარე ტერიტორიებზე.სანქციებიცხოველის რეგისტრაციის წესების დარღვევა ექვემდებარება ჯარიმას 1,5 ათასი ლარის ოდენობით.ვაქცინაციის წესების დარღვევა – კერძოდ, ცოფის საწინააღმდეგო აცრის არქონა – გამოიწვევს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, ხოლო ცხოველის სტერილიზაციაზე უარის თქმა – ჯარიმას 1,5 ათასი ლარის ოდენობით.500 ლარის ოდენობის ჯარიმით დაისაჯება ცხოველის სტერილიზაციაზე, ვაქცინაციაზე ან მასზე დაკვირვებაზე გადაყვანაზე უარის თქმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1f/273588163_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_7e61a951e011ea6987f6f8bdd84ef4d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა დაცვა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა დაცვა, საზოგადოება, ახალი ამბები
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა 2027 წელსაც გაგრძელდება
სააგენტო გეგმავს, სავარაუდოდ, 13,619 პატრონიანი ძაღლის უფასო სტერილიზაციასაც.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა 2027 წელსაც გაგრძელდება.
„ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის" მიზანი ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენციაა, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ისე ადამიანთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად.
2027 წელს პროგრამის ფარგლებში სააგენტო შეამოწმებს და ერთიან ბაზაში შეიყვანს 102,092 პატრონიან ძაღლს. საჭიროების შემთხვევაში, ამ ძაღლებს ჩაუტარდებათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - მათი რეგისტრაცია განხორციელდება მიკროჩიპების გამოყენებით.
გარდა ამისა, სააგენტო გეგმავს, სავარაუდოდ, 13,619 პატრონიანი ძაღლის უფასო სტერილიზაციასაც.
სააგენტო საქართველოს რეგიონებში 2027 წელს გეგმავს 37,5 ათასი მიუსაფარი ძაღლის დაჭერას, აცრა/სტერილიზაციას და შავ ჭირასა და ლეიშმანიოზზე შემოწმებას. ძაღლებს დროებით განათავსებენ ცხოველთა თავშესაფრებში და შემდეგ გაუშვებენ თავისუფლებაზე, მათი მუდმივი ყოფნის ადგილას.
ამასთან, მთავრობამ აკრძალა მიუსაფარი ძაღლების დაბრუნება საბავშვო ბაღების, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების, საზკვების ობიექტების, აგრარული ბაზრების, სასტუმროების, საბავშვო და სპორტული მოედნების მიმდებარე ტერიტორიებზე.
ცხოველის რეგისტრაციის წესების დარღვევა ექვემდებარება ჯარიმას 1,5 ათასი ლარის ოდენობით.
ვაქცინაციის წესების დარღვევა – კერძოდ, ცოფის საწინააღმდეგო აცრის არქონა – გამოიწვევს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, ხოლო ცხოველის სტერილიზაციაზე უარის თქმა – ჯარიმას 1,5 ათასი ლარის ოდენობით.
500 ლარის ოდენობის ჯარიმით დაისაჯება ცხოველის სტერილიზაციაზე, ვაქცინაციაზე ან მასზე დაკვირვებაზე გადაყვანაზე უარის თქმა.