https://sputnik-georgia.com/20261014/shio-mesamem-sveticxovelshi-iqadaga-301166379.html
ძალა, რომელმაც გადაარჩინა ქართველი ხალხი: პატრიარქი ქრისტიანობის როლზე
ძალა, რომელმაც გადაარჩინა ქართველი ხალხი: პატრიარქი ქრისტიანობის როლზე
Sputnik საქართველო
სვეტიცხოველში გამართულ სადღესასწაულო ღვთისმსახურებაზე პატრიარქმა მორწმუნეებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი მიულოცა. 14.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-14T21:00+0400
2026-10-14T21:00+0400
2026-10-14T21:00+0400
საქართველო
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii
საეკლესიო კალენდარი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/12/298699596_0:220:2048:1372_1920x0_80_0_0_e988551a9e358304717344b6e01b5fe1.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ეროვნება და დღემდე გვიპატრონა, ამიტომ ღრმად გვწამს, რომ ამ გზიდან თუ არ გადავუხვევთ, კვლავაც დაგვიცავს და დაგვიფარავს, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო ქადაგებისას.ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. სვეტიცხოვლობა ერთ-ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც წელიწადში ორჯერ – 13 ივლისსა და 14 ოქტომბერს აღნიშნავენ. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი ქრისტეს ყველა მოციქულს. ქვეყანა ასევე აღნიშნავს საქართველოს მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს.სვეტიცხოველში გამართულ სადღესასწაულო ღვთისმსახურებაზე პატრიარქმა მორწმუნეებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი მიულოცა.„წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარში შეკრებილნი ერთობით ვადიდებთ უფალს და ვზეიმობთ ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას. ყველას გილოცავთ ამ ისტორიულ თარიღს", – განაცხადა შიო მესამემ.ქრისტიანობა საქართველოშიქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება საქართველოში (ქართლის სამეფოში) IV საუკუნის პირველ ნახევარში, მეფე მირიან III-ისა და დედოფალ ნანას დროს მოხდა. ქართული ეკლესია და ზოგიერთი მკვლევარი თანხმდება, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად ქართლის სამეფოში 326 წელს გამოცხადდა.წმინდა ნინო (კაპადოკიელი) საქართველოს განმანათლებლად იწოდება. თავისი ლოცვითა და კურთხევით მან განკურნა დედოფალი ნანა და ქრისტიანობაზე მოაქცია მეფე მირიანი.გადმოცემის თანახმად, როდესაც მეფე მირიანი ნადირობდა, უეცრად ძალიან ძლიერი სიბნელე ჩამოწვა. მეფემ თავის წარმართ კერპებს მოუხმო, რათა ამ გასაჭირიდან ეხსნათ, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ დროს ტყუილად კარგავდა, გაახსენდა წმინდა ნინო და მეფემ თქვა — „ღმერთო ნინოისო, რომელი ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, განმინათლე ბნელი ესე ჩემზედა მოხვეული და გამოაბრწყინვე ნათელი, რათა აღვიარო სახელი წმიდა შენი და გადიდებდე“. არემარე მაშინვე განათდა. ამი შემდეგ მირიანმა ღმერთი იწამა.სწორედ მეფე მირიანის დროს გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად. ბიზანტიიდან მოიწვიეს მღვდლები და ეპისკოპოსი, მეფის ბრძანებით აკურთხეს არაგვი და გაიმართა საყოველთაო ნათლობა — ერი გაქრისტიანდა, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. საქართველოს ეკლესია თვლის, რომ ეს მოხდა 326 წელს.ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო, რუსეთის საიმპერატორო კარმა კი 1811 წელს უკანონოდ გააუქმა, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა - კათოლიკოს-პატრიარქად 1917 წლის 1-ელ ოქტომბერს კირიონ II აირჩიეს.1990 წელს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც მეხუთე საუკუნიდან არსებობს, მსოფლიო საპატრიარქომ დაადასტურა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/12/298699596_0:28:2048:1564_1920x0_80_0_0_1cf9fe5429ce0b961c5ba9b3e9c1d116.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება, ახალი ამბები
ძალა, რომელმაც გადაარჩინა ქართველი ხალხი: პატრიარქი ქრისტიანობის როლზე
სვეტიცხოველში გამართულ სადღესასწაულო ღვთისმსახურებაზე პატრიარქმა მორწმუნეებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი მიულოცა.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ეროვნება და დღემდე გვიპატრონა, ამიტომ ღრმად გვწამს, რომ ამ გზიდან თუ არ გადავუხვევთ, კვლავაც დაგვიცავს და დაგვიფარავს, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო ქადაგებისას.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. სვეტიცხოვლობა ერთ-ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც წელიწადში ორჯერ – 13 ივლისსა და 14 ოქტომბერს აღნიშნავენ. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი ქრისტეს ყველა მოციქულს. ქვეყანა ასევე აღნიშნავს საქართველოს მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს.
„უფალი იესო ქრისტე ბრძანებს, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. საქართველოს ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ მრავალი განსაცდელისა და დაცემის თუ შეცოდების მიუხედავად, ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა და გვწინამძღრობდა ამ გზაზე", - ბრძანა პატრიარქმა.
სვეტიცხოველში გამართულ სადღესასწაულო ღვთისმსახურებაზე პატრიარქმა მორწმუნეებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი მიულოცა.
„წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარში შეკრებილნი ერთობით ვადიდებთ უფალს და ვზეიმობთ ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას. ყველას გილოცავთ ამ ისტორიულ თარიღს", – განაცხადა შიო მესამემ.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება საქართველოში (ქართლის სამეფოში) IV საუკუნის პირველ ნახევარში, მეფე მირიან III-ისა და დედოფალ ნანას დროს მოხდა. ქართული ეკლესია და ზოგიერთი მკვლევარი თანხმდება, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად ქართლის სამეფოში 326 წელს გამოცხადდა.
წმინდა ნინო (კაპადოკიელი) საქართველოს განმანათლებლად იწოდება. თავისი ლოცვითა და კურთხევით მან განკურნა დედოფალი ნანა და ქრისტიანობაზე მოაქცია მეფე მირიანი.
გადმოცემის თანახმად, როდესაც მეფე მირიანი ნადირობდა, უეცრად ძალიან ძლიერი სიბნელე ჩამოწვა. მეფემ თავის წარმართ კერპებს მოუხმო, რათა ამ გასაჭირიდან ეხსნათ, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ დროს ტყუილად კარგავდა, გაახსენდა წმინდა ნინო და მეფემ თქვა — „ღმერთო ნინოისო, რომელი ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, განმინათლე ბნელი ესე ჩემზედა მოხვეული და გამოაბრწყინვე ნათელი, რათა აღვიარო სახელი წმიდა შენი და გადიდებდე“. არემარე მაშინვე განათდა. ამი შემდეგ მირიანმა ღმერთი იწამა.
სწორედ მეფე მირიანის დროს გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად. ბიზანტიიდან მოიწვიეს მღვდლები და ეპისკოპოსი, მეფის ბრძანებით აკურთხეს არაგვი და გაიმართა საყოველთაო ნათლობა — ერი გაქრისტიანდა, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. საქართველოს ეკლესია თვლის, რომ ეს მოხდა 326 წელს.
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო, რუსეთის საიმპერატორო კარმა კი 1811 წელს უკანონოდ გააუქმა, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა - კათოლიკოს-პატრიარქად 1917 წლის 1-ელ ოქტომბერს კირიონ II აირჩიეს.
1990 წელს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც მეხუთე საუკუნიდან არსებობს, მსოფლიო საპატრიარქომ დაადასტურა.