რომელ სფეროებში მოქმედებს საქართველოში ყველაზე მკაცრი რეგულაციები?

გამოწერა
საქართველოში ყველაზე მკაცრი რეგულაციები საბანკო, ფარმაცევტულ,სამშენებლო და აზარტული თამაშების სფეროში მოქმედებს.
დღეს საქართველოში ბანკები ვალდებული არიან, შეაფასონ მსესხებელთა გადახდისუნარიანობა - მიზანი მომხმარებელთა გადაჭარბებული
დავალიანების რისკების შემცირებაა.

2023 წლიდან სახელმწიფომ გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერალური ფასები დააწესა, რათა მკურნალობა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. გამკაცრდა რეგულაციები მშენებლობაში სტანდარტების დაცვასა და ობიექტების
უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. 2022 წლის მარტიდან კი საქართველოში
მკაცრად შეიზღუდა აზარტული თამაშების რეკლამა, 25 წლამდე მოქალაქეებს კი
აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალათ.

ამ რეფორმებს სხვადასხვა მიზეზი აქვს: მომხმარებელთა ინტერესების დაცვა,
ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, უსაფრთხოების შენარჩუნება და სოციალური რისკების შემცირება.
ყველა ახალი ამბავი
0