საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

© AP Photo / Andrew Harnikსაერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2026
გამოწერა
ბოლო მიმოხილვის მიხედვით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 6,5% იყო.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,2%-მდე გაზარდა, ნათქვამია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ანგარიშში.
ბოლო მიმოხილვის მიხედვით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 6,5% იყო. ამასთან, სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის მხრივ საქართველო რეგიონში ყველა მეზობელს უსწრებს.
რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, IMF-ის ანგარიში ეკონომიკური ზრდის კუთხით ასე გამოიყურება: სომხეთი – 5,5%; აზერბაიჯანი – 1,7%; ყაზახეთი – 4,4%; თურქეთი – 2,7%; უკრაინა – 1,0%; რუსეთი – 0,9%.
ოქტომბრის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 7%-მდე გაზარდა.
მსოფლიო ბანკამდე საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა გაზარდეს - პირველის პროგნოზი 6,5%-ია, ხოლო მეორისა — 6,3%.
2026 წლის იანვარ-აგვისტოში რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6% შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის ივლისში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის სფეროებმა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, 2025 წელს – 7,5%.
ყველა ახალი ამბავი
0