მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფიცო: სლოვაკეთი უკრაინისთვის ევროკავშირის ახალ სესხში მონაწილეობას არ მიიღებს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშირობერტ ფიცო
რობერტ ფიცო - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2026
გამოწერა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერა არა სესხად, არამედ საჩუქრად შეაფასა და განაცხადა, რომ უკრაინა ამ თანხებს არ დააბრუნებს.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. სლოვაკეთი უარს იტყვის ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ ახალ სესხში მონაწილეობაზე, თუ კიევისთვის მხარდაჭერის ასეთი ფორმატი კვლავ იქნება შეთავაზებული, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ.
მისი თქმით, ამჟამად უკრაინისთვის ახალი სესხის შეთავაზება განიხილება. მან შეახსენა ყველას, რომ წინა, 90 მილიარდ ევროიან პაკეტს სლოვაკეთმა მხარი არ დაუჭირა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა აპირებს უარი თქვას ნებისმიერ ანალოგიურ ინიციატივაში მონაწილეობაზე.
„ვისაც უნდა – ინებოს და მისცეს ფული უკრაინას, მაგრამ სლოვაკეთი ამ მექანიზმში მონაწილეობას არ მიიღებს“, — განაცხადა ფიცომ პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე, რომელიც ოთხშაბათს პარლამენტის ვებგვერდზე გადაიცა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერა არა სესხად, არამედ საჩუქრად შეაფასა და განაცხადა, რომ უკრაინა ამ თანხებს არ დააბრუნებს.
სლოვაკეთის პრემიერმა მსგავს მხარდაჭერას სესხები კი არა, საჩუქრები უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინა ამ სახსრებს უკან არ დააბრუნებს.
ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პროგრამა 2026-2027 წლებზეა გათვლილი. ამ თანხიდან 60 მილიარდი ევროს მიმართვა იგეგმება თავდაცვის შესყიდვებზე, ხოლო 30 მილიარდი — უკრაინის საბიუჯეტო მხარდაჭერაზე.
მანამდე ფიცომ არაერთხელ განაცხადა, რომ სლოვაკეთი უკრაინისთვის განკუთვნილ მომდევნო სესხებში მონაწილეობას არ მიიღებდა.
ყველა ახალი ამბავი
0