პაპუაშვილი რომში ევროპის საბჭოს საპარლამენტო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

© photo: Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2026
გამოწერა
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა ორ სესიაზე და მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიის დედაქალაქ რომში გაემგზავრა, სადაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა ორ სესიაზე და მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.
პარლამენტის თავმჯდომარე რომში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი.
კონფერენციას ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფოს პარლამენტების 70-ზე მეტი თავმჯდომარე და ვიცე-თავმჯდომარე, ასევე 500-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ პარტნიორი ქვეყნების, დამკვირვებლის სტატუსის მქონე სახელმწიფოების ან ევროპის საბჭოს მეზობელი ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლები, ასევე არაერთი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარეები.
ყველა ახალი ამბავი
0