https://sputnik-georgia.com/20261014/mosaxleobas-sveticxovloba-miuloces-301154597.html
ქვეყნის პირველმა პირებმა მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცეს
ქვეყნის პირველმა პირებმა მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცეს
Sputnik საქართველო
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. 14.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-14T18:13+0400
2026-10-14T18:13+0400
2026-10-14T18:13+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0f/283274500_0:16:1280:736_1920x0_80_0_0_9715c31ec16e81bb131f143d06dad086.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცეს. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს არის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელსაც ქართველები სულიერი ერთობის სიმბოლოდ მიიჩნევენ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშეა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულიერი საწყისების გაფრთხილება. „ჩვენ გვჭირდება ერთსულოვნება, მშვიდობიანი თანაარსებობა და საერთო ძალისხმევა იმისათვის, რათა ჩვენს სახელმწიფოში კიდევ უფრო განვამტკიცოთ ქრისტიანული ღირებულებები. ბოლოს მსურს, თითოეულ თქვენგანს, ჩვენს თანამემამულეებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ სვეტიცხოვლობის დიდებული დღესასწაული. ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – განაცხადა ყაველაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას სვეტიცხოვლობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღნიშნოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი. საქართველოში სვეტიცხოვლობა ერთ-ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც წელიწადში ორჯერ – 13 ივლისსა და 14 ოქტომბერს აღნიშნავენ. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი ქრისტეს ყველა მოციქულს. ამ დღეს საქართველოს უძველესი დედაქალაქი და სვეტიცხოვლის ტაძარი, სადაც მორწმუნეები მთელი ქვეყნიდან დილიდანვე იკრიბებიან, დღესასწაულის მთავარი ცენტრი ხდება. ქვეყანაში მცხეთობის დღესასწაული ოფიციალურად უქმე დღედაა გამოცხადებული. მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს მცხეთობა–სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან ერთად აღნიშნავს და ასევე იხსენიებს: მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას, სიდონიას და აბიათარ მღვდელს, მელქისედეკ I-ს, მოციქულ ანანიას, ღირს რომანოზს, მოწამე დომნინეს, ღირსმოწამე მიქაელს, ზობიელ იღუმენს და სხვათა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0f/283274500_85:0:1220:851_1920x0_80_0_0_cdff27c7a5df5a8a5844017dac6e68e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
ქვეყნის პირველმა პირებმა მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცეს
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცეს.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს არის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელსაც ქართველები სულიერი ერთობის სიმბოლოდ მიიჩნევენ.
„სვეტიცხოვლობა არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ ამ დიდებულ დღესასწაულს ვზეიმობთ წელს, როდესაც საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ ჩვენი ისტორია და სულიერი არჩევანი განუყოფელია“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშეა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულიერი საწყისების გაფრთხილება.
„ჩვენ გვჭირდება ერთსულოვნება, მშვიდობიანი თანაარსებობა და საერთო ძალისხმევა იმისათვის, რათა ჩვენს სახელმწიფოში კიდევ უფრო განვამტკიცოთ ქრისტიანული ღირებულებები. ბოლოს მსურს, თითოეულ თქვენგანს, ჩვენს თანამემამულეებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ სვეტიცხოვლობის დიდებული დღესასწაული. ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას სვეტიცხოვლობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღნიშნოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი.
„ჩვენს თაობას წილად ხვდა ის პატივი, რომ აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1 700 წელი. გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ, ამ ადგილას აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1 800 წლის იუბილე, შემდეგ კიდევ 100 წლის და ასე შემდეგ, მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას ეს ისტორიული დღე “, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოში სვეტიცხოვლობა ერთ-ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც წელიწადში ორჯერ – 13 ივლისსა და 14 ოქტომბერს აღნიშნავენ. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი ქრისტეს ყველა მოციქულს.
ამ დღეს საქართველოს უძველესი დედაქალაქი და სვეტიცხოვლის ტაძარი, სადაც მორწმუნეები მთელი ქვეყნიდან დილიდანვე იკრიბებიან, დღესასწაულის მთავარი ცენტრი ხდება.
ქვეყანაში მცხეთობის დღესასწაული ოფიციალურად უქმე დღედაა გამოცხადებული.
მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს მცხეთობა–სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან ერთად აღნიშნავს და ასევე იხსენიებს: მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას, სიდონიას და აბიათარ მღვდელს, მელქისედეკ I-ს, მოციქულ ანანიას, ღირს რომანოზს, მოწამე დომნინეს, ღირსმოწამე მიქაელს, ზობიელ იღუმენს და სხვათა.