https://sputnik-georgia.com/20261014/flynas-tbilisidan-er-riadis-mimartulebit-prena-sheachera-301154180.html
საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas-მა თბილისიდან ერ-რიადის მიმართულებით ფრენა შეაჩერა
საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas-მა თბილისიდან ერ-რიადის მიმართულებით ფრენა შეაჩერა
Sputnik საქართველო
მომხდარი თავდასხმის გამო უსაფრთხოების მიზნით წამყვანმა საერთაშორისო ავიაკომპანიებმა საუდის არაბეთის მიმართულებით ფრენები დროებით შეაჩერეს. 14.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-14T19:00+0400
2026-10-14T19:00+0400
2026-10-14T19:00+0400
საქართველო
საუდის არაბეთი
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/12/251755790_0:25:1301:756_1920x0_80_0_0_6e881b8ed1d44122c8a53c4668a10025.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი - Sputnik. საუდის არაბეთის ბიუჯეტურმა ავიაკომპანია Flynas-მა თბილისიდან ერ-რიადის მიმართულებით ფრენა შეაჩერა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო BMG. იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მდებარე მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო დარტყმა 10 ოქტომბერს განახორციელეს. შექმნილი ვითარების გამო ქვეყნის ხელისუფლებამ აეროპორტი დროებით დახურა. ტურისტული კომპანია „ვოიაჟერის” დირექტორის, სოფო აზარაშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია როდიდან განახლდება ფრენები. იემენელი „ჰუსიტების“ მიერ ერ-რიადის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მსხვილმა ავიაკომპანიებმა საუდის არაბეთში ფრენები შეაჩერეს. Lufthansa Group-მა ფრენები 16 ოქტომბრამდე შეაჩერა, Air France-KLM-მა კი საუდის არაბეთის დედაქალაქში რეისები თვის ბოლომდე გააუქმა. ასევე Qatar Airways-მა დაადასტურა, რომ ავიარეისებს ერ-რიადიდან და დამამიდან დროებით შეაჩერებს. აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი მგზავრი კი დაშავდა. მომხდარს წინ უძღოდა საუდის არაბეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაცია, რომელიც იემენის სამთავრობო ძალების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. საპასუხოდ, „ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ აპირებენ დარტყმების გაგრძელებას საუდის არაბეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
საქართველო
საუდის არაბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/12/251755790_129:0:1170:781_1920x0_80_0_0_036dce49d0f8bf13c179c87f3f8d522b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საუდის არაბეთი , ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საუდის არაბეთი , ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas-მა თბილისიდან ერ-რიადის მიმართულებით ფრენა შეაჩერა
მომხდარი თავდასხმის გამო უსაფრთხოების მიზნით წამყვანმა საერთაშორისო ავიაკომპანიებმა საუდის არაბეთის მიმართულებით ფრენები დროებით შეაჩერეს.
თბილისი, 14 ოქტომბერი - Sputnik. საუდის არაბეთის ბიუჯეტურმა ავიაკომპანია Flynas-მა თბილისიდან ერ-რიადის მიმართულებით ფრენა შეაჩერა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო BMG.
იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მდებარე მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო დარტყმა 10 ოქტომბერს განახორციელეს. შექმნილი ვითარების გამო ქვეყნის ხელისუფლებამ აეროპორტი დროებით დახურა.
ტურისტული კომპანია „ვოიაჟერის” დირექტორის, სოფო აზარაშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია როდიდან განახლდება ფრენები.
„ჩვენ საქართველოს ბაზარზე Flynas-ს წარმოვადგენთ. ერ-რიადის მიმართულებით არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ფრენები შეჩერებულია, თუმცა არ გვაქვს ინფორმაცია ეს რამდენ ხანს გაგრძელდება. ეს დამოკიდებულია საუდის არაბეთში არსებულ ვითარებაზე, თუმცა ჯედას მიმართულებით ამ ეტაპზე ფრენები ხორციელდება. თბილისიდან ერ-რიადის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ სრულდებოდა", - განაცხადა აზარაშვილმა.
იემენელი „ჰუსიტების“ მიერ ერ-რიადის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მსხვილმა ავიაკომპანიებმა საუდის არაბეთში ფრენები შეაჩერეს. Lufthansa Group-მა ფრენები 16 ოქტომბრამდე შეაჩერა, Air France-KLM-მა კი საუდის არაბეთის დედაქალაქში რეისები თვის ბოლომდე გააუქმა. ასევე Qatar Airways-მა დაადასტურა, რომ ავიარეისებს ერ-რიადიდან და დამამიდან დროებით შეაჩერებს.
აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი მგზავრი კი დაშავდა.
მომხდარს წინ უძღოდა საუდის არაბეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაცია, რომელიც იემენის სამთავრობო ძალების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. საპასუხოდ, „ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ აპირებენ დარტყმების გაგრძელებას საუდის არაბეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.