https://sputnik-georgia.com/20261014/bochorishvili-abu-dabishi-konperenciashi-miigebs-monawileobas-301150010.html
ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
Sputnik საქართველო
ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები. 14.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-14T15:00+0400
2026-10-14T15:00+0400
2026-10-14T15:00+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
არაბთა გაერთიანებული საამიროები
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/18/300772990_0:133:1354:895_1920x0_80_0_0_477004560f24cadad136755b06ac704f.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი - Sputnik. ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს Raisina Middle East-ის კონფერენციაში, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.კონფერენცია Raisina Middle East-ი, რომელიც აბუ-დაბიში 14–15 ოქტომბერს გაიმართება, ორგანიზებულია არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების და ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის – Observer Research Foundation-ის მიერ.კონფერენციის ფარგლებში ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში თემაზე: „მდგრადობა, პარტნიორობა და მომავლის გზა: სპარსეთის ყურის რეგიონის სტრატეგიული მომავალი“. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები. Raisina Middle East არის საერთაშორისო მაღალი დონის ფორუმი, რომელიც ეძღვნება ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, ინტეგრაციასა და გლობალურ გამოწვევებს. ფორუმში მონაწილეობენ სახელმწიფოების მაღალი რანგის წარმომადგენლები, მინისტრები, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის ლიდერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში. გაერთიანებული საამიროები არაბულ ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. საამიროებს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, რაც ასახულია ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაში. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ორივე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან. შეთანხმების თანახმად, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გახსნა ბაზარი საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა ძროხისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილი და ა.შ.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/18/300772990_0:6:1354:1022_1920x0_80_0_0_dd96eeefc900c0ea6c966aea9bdf9ac4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, არაბთა გაერთიანებული საამიროები , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, არაბთა გაერთიანებული საამიროები , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.
თბილისი, 14 ოქტომბერი - Sputnik. ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს Raisina Middle East-ის კონფერენციაში, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კონფერენცია Raisina Middle East-ი, რომელიც აბუ-დაბიში 14–15 ოქტომბერს გაიმართება, ორგანიზებულია არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების და ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის – Observer Research Foundation-ის მიერ.
კონფერენციის ფარგლებში ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში თემაზე: „მდგრადობა, პარტნიორობა და მომავლის გზა: სპარსეთის ყურის რეგიონის სტრატეგიული მომავალი“. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.
Raisina Middle East არის საერთაშორისო მაღალი დონის ფორუმი, რომელიც ეძღვნება ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, ინტეგრაციასა და გლობალურ გამოწვევებს. ფორუმში მონაწილეობენ სახელმწიფოების მაღალი რანგის წარმომადგენლები, მინისტრები, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის ლიდერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
გაერთიანებული საამიროები არაბულ ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. საამიროებს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, რაც ასახულია ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაში. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ორივე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან.
შეთანხმების თანახმად, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გახსნა ბაზარი საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა ძროხისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილი და ა.შ.