რიგაში Strongman-ის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა

© AP Photo / David Keytonრიგა
რიგა - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2026
გამოწერა
ქართველმა სპორტსმენებმა ძალისმიერ სპორტში ჯამში სამი ოქრო, ცხრა ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა სპორტსმენებმა ლატვიაში გამართულ Strongman-ის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა წარმატებით დაასრულეს და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს.
ლატვიის დედაქალაქ რიგაში 8-12 ოქტომბერს გამართულ „სთრონგმენის“ მსოფლიოს ჩემპიონატზე 13-მა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა. საქართველოს წარმომადგენლებმა ძალისმიერ სპორტში ჯამში სამი ოქრო, ცხრა ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს.
გარდა ამისა, ჭაბუკების ტურნირში საბა სახვაძემ ჩემპიონობასთან ერთად ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. მან ერთ-ერთ მოძრაობაში ამოწევაში (Deadlift) დაძლია 321 კგ და 18 წლამდე ასაკის (Sub-Junior / U18) ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
სთრონგმენი (Strongman) არის ძალისმიერი სპორტის სახეობა, სადაც ათლეტები ერთმანეთს სხვადასხვა არატრადიციული და უკიდურესად მძიმე საგნების აწევაში, გადაადგილებასა თუ თრევაში ეჯიბრებიან (მაგალითად: უზარმაზარი ქვების აწევა, სატვირთო ავტომობილების გაწევა, მორების აზიდვა და ა.შ.)
საქართველოში ამ სპორტს ოფიციალურად საქართველოს სთრონგმენისა და ჰაილენდ თამაშების ეროვნული ფედერაცია (Georgian Strongman & Highland Games National Federation) უწევს ორგანიზებას.
ყველა ახალი ამბავი
0