https://sputnik-georgia.com/20261013/steninis-konkursis-gamarjvebulebs-oqtombershi-gamoacxadeben-301138967.html
სტენინის კონკურსის გამარჯვებულებს ოქტომბერში გამოაცხადებენ
სტენინის კონკურსის გამარჯვებულებს ოქტომბერში გამოაცხადებენ
Sputnik საქართველო
გამოფენაზე პირველად იქნება წარმოდგენილი 33 წელს ზემოთ ფოტოგრაფებისთვის განკუთვნილი ახალი ნომინაცია „სიცოცხლის ენერგიის“ გამარჯვებულთა ნამუშევრები. 13.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-13T20:51+0400
2026-10-13T20:51+0400
2026-10-13T20:51+0400
რუსეთი
სტენინის სახელობის კონკურსი
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/0d/301125878_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_22a8a2b5066ea0f3f67360309fd57765.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია და მათი ნამუშევრების გამოფენის გახსნა მოსკოვის მუზეუმში ოქტომბერში გაიმართება.გამოფენა 21 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე გაგრძელდება. ექსპოზიციის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ ყველა გამარჯვებულისა და პრიზიორის, მათ შორის 33 წელს ზემოთ მონაწილეებისთვის შექმნილ ახალ ნომინაციაში „სიცოცხლის ენერგია“ წარდგენილი ნამუშევრები.კონკურსის კურატორის, ოქსანა ოლეინიკის თქმით, ახალი ნომინაცია აფართოებს კონკურსის შესაძლებლობებს და დამწყებ ფოტოგრაფებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ გამოცდილი კოლეგების ნამუშევრებს.„უმაღლესი დონის ჟურნალისტების ნამუშევრები შეიძლება გახდეს ერთგვარი ორიენტირი პროფესიაში და დაადგინოს ოსტატობის თამასა დამწყები, ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის“, – აღნიშნა ოლეინიკმა.მისი თქმით, გამოფენა დამთვალიერებლებს სთავაზობს, დაინახონ სამყარო სხვადასხვა ქვეყნის ფოტოჟურნალისტების თვალით, რომლებსაც საერთო თემები აწუხებთ.2026 წელს კონკურსის შორტ-ლისტში შევიდა 13 ქვეყნის ახალგაზრდა ფოტორეპორტიორის ცალკეული ფოტოები და სერიები.წელს გამარჯვებულების გამოსავლენად ჟიურიმ შეაფასა დაახლოებით 2,5 ათასი ნამუშევარი 36 ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან, არგენტინიდან, ირანიდან, ბანგლადეშიდან, ინდონეზიიდან, ინდოეთიდან, ესპანეთიდან და თურქეთიდან.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/0d/301125878_166:0:1153:740_1920x0_80_0_0_f794dc308d4c66f86ef23f97496d7e5e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, სტენინის სახელობის კონკურსი, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთი, სტენინის სახელობის კონკურსი, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
სტენინის კონკურსის გამარჯვებულებს ოქტომბერში გამოაცხადებენ
გამოფენაზე პირველად იქნება წარმოდგენილი 33 წელს ზემოთ ფოტოგრაფებისთვის განკუთვნილი ახალი ნომინაცია „სიცოცხლის ენერგიის“ გამარჯვებულთა ნამუშევრები.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია და მათი ნამუშევრების გამოფენის გახსნა მოსკოვის მუზეუმში ოქტომბერში გაიმართება.
გამოფენა 21 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე გაგრძელდება. ექსპოზიციის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ ყველა გამარჯვებულისა და პრიზიორის, მათ შორის 33 წელს ზემოთ მონაწილეებისთვის შექმნილ ახალ ნომინაციაში „სიცოცხლის ენერგია“ წარდგენილი ნამუშევრები.
კონკურსის კურატორის, ოქსანა ოლეინიკის თქმით, ახალი ნომინაცია აფართოებს კონკურსის შესაძლებლობებს და დამწყებ ფოტოგრაფებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ გამოცდილი კოლეგების ნამუშევრებს.
„უმაღლესი დონის ჟურნალისტების ნამუშევრები შეიძლება გახდეს ერთგვარი ორიენტირი პროფესიაში და დაადგინოს ოსტატობის თამასა დამწყები, ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის“, – აღნიშნა ოლეინიკმა.
მისი თქმით, გამოფენა დამთვალიერებლებს სთავაზობს, დაინახონ სამყარო სხვადასხვა ქვეყნის ფოტოჟურნალისტების თვალით, რომლებსაც საერთო თემები აწუხებთ.
2026 წელს კონკურსის შორტ-ლისტში შევიდა 13 ქვეყნის ახალგაზრდა ფოტორეპორტიორის ცალკეული ფოტოები და სერიები.
წელს გამარჯვებულების გამოსავლენად ჟიურიმ შეაფასა დაახლოებით 2,5 ათასი ნამუშევარი 36 ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან, არგენტინიდან, ირანიდან, ბანგლადეშიდან, ინდონეზიიდან, ინდოეთიდან, ესპანეთიდან და თურქეთიდან.