https://sputnik-georgia.com/20261013/saqartveloshi-ukanono-oqros-shemotana-agkvetes-301127940.html
საქართველოში დიდი ოდენობით ოქროსა და თანხის უკანონოდ შემოტანა სცადეს
საქართველოში დიდი ოდენობით ოქროსა და თანხის უკანონოდ შემოტანა სცადეს
Sputnik საქართველო
ერთი კანონდამრღვევის საქმის მასალები საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 5 კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის შესაბამისად დაჯარიმდა. 13.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-13T17:29+0400
2026-10-13T17:29+0400
2026-10-13T17:29+0400
საქართველო
შემოსავლების სამსახური
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24166/87/241668718_0:51:1723:1020_1920x0_80_0_0_0cf60860555dcac8278a9997e5f20f34.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე-ოფიცრებმა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის 6 ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, 235 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულება 60 ათას ლარს აღემატება, ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო ოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 105 ათას ლარს გადააჭარბა. ერთი კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქის საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 5 კანონდამრღვევი (უცხო ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეები) მოქალაქე საბაჟო კოდექსის შესაბამისად ჯამში - 34 788 ლარით დაჯარიმდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24166/87/241668718_147:0:1576:1072_1920x0_80_0_0_6240919e3ef4fae0c228e3a0a5ff8003.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემოსავლების სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, შემოსავლების სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოში დიდი ოდენობით ოქროსა და თანხის უკანონოდ შემოტანა სცადეს
ერთი კანონდამრღვევის საქმის მასალები საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 5 კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის შესაბამისად დაჯარიმდა.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე-ოფიცრებმა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის 6 ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 235 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულება 60 ათას ლარს აღემატება, ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო ოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 105 ათას ლარს გადააჭარბა.
ერთი კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქის საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 5 კანონდამრღვევი (უცხო ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეები) მოქალაქე საბაჟო კოდექსის შესაბამისად ჯამში - 34 788 ლარით დაჯარიმდა.