საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიციას უარყოფითი მნიშვნელობა აქვს

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2026
გამოწერა
საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიციის დეფიციტი მშპ-ის 79,7%-ს შეადგენს.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციას 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით უარყოფითი მნიშვნელობა აქვს და -32,4 მილიარდ დოლარს შეადგენს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია – ეს არის სხვაობა უცხოეთში ქვეყნის რეზიდენტების კუთვნილი აქტივების ღირებულებასა და მოცემულ ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების საკუთრებაში არსებულ აქტივებს შორის. საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია, ისევე, როგორც საგადასახადო ბალანსი, იძლევა ინფორმაციას დანარჩენ მსოფლიოსთან ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების შეფასებისთვის.
2026 წლის მეორე კვარტალში მაჩვენებელი 265,2 მლნ დოლარით გაუმჯობესდა. საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიციის დეფიციტი მშპ-ის 79,7%-ს შეადგენს.
მთლიანი საერთაშორისო აქტივები 22,2 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც 1,3 მლრდ დოლარით მეტია 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
საანგარიშო პერიოდისთვის მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 54,6 მლრდ დოლარი შეადგინა. 2026 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ვალდებულებები 1,6 მლრდ დოლარით გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0