საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა გაიზარდა - ეროვნული ბანკის მონაცემები

© photo: Sputnik / Svetlana Shevchenkoდოლარის კუპიურა
დოლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2026
გამოწერა
2026 წლის მეორე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 670 მლნ დოლარით
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო ვალის მოცულობამ 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28,2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 69,3%-ს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
2026 წლის მეორე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 670 მლნ დოლარით, მათ შორის 627,7 მილიონი დოლარით - ოპერაციული ცვლილებების ხარჯზე,15,6 მილიონი დოლარით - გაცვლითი კურსის ცვლილების, 28,2 მილიონი დოლარით - ფასების ცვლილების და 1,5 მილიონი დოლარით - სხვა ცვლილებების ხარჯზე.
საერთო მოცულობიდან 11,3 მილიარდი დოლარი სახელმწიფო ვალზე მოდის (მშპ-ის 27,7%), საიდანაც 9,1 მილიარდი დოლარი მთავრობის ვალია, 733,9 მილიონი დოლარი - ეროვნული ბანკის ვალდებულებები, 483 მილიონი დოლარი და 907,2 მილიარდი დოლარი – სახელმწიფო საწარმოების ვალი ობლიგაციებსა და სესხებზე.
საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის ვალმა 10,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, კერძო საწარმოების - 4,2 მილიარდი დოლარი, კომპანიებს შორის - 3,3 მილიარდი დოლარი.
მთლიანი საგარეო ვალის 83,1% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
2026 წლის 30 ივნისის მდგომარებით, საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 12,2 მილიარდი დოლარი (მშპ-ის 29,9%) შეადგინა, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი კი 4,1 მილიარდი დოლარია (მშპ-ის 10,1%).
ყველა ახალი ამბავი
0