https://sputnik-georgia.com/20261013/saqartvelo-ungretis-matchis-biletebi-19-oqtombers-gaikideba-301127746.html
საქართველო-უნგრეთი: მატჩზე დასასწრები ბილეთები 19 ოქტომბრიდან გაიყიდება
საქართველო-უნგრეთი: მატჩზე დასასწრები ბილეთები 19 ოქტომბრიდან გაიყიდება
Sputnik საქართველო
მატჩზე დასასწრებად ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი, რომელთა ფასიც 20-დან 100 ლარამდე მერყეობს. 13.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-13T15:28+0400
2026-10-13T15:28+0400
2026-10-13T15:28+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/01/300923028_0:312:1638:1233_1920x0_80_0_0_67883cd0a0476b2569254444028b1f72.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 19 ოქტომბერს დაიწყება, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14 ნოემბერს, 21:00 საათზე გამართავს.ფედერაციის განცხადებით, ბილეთების ონლაინ გაყიდვა 19 ოქტომბერს, 12:00 საათზე ვებგვერდზე biletebi.ge დაიწყება - მატჩზე დასასწრებად ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი, რომელთა ფასიც 20-დან 100 ლარამდეა. ერთ ადამიანს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეეძლება. უეფას ერთა ლიგის (B დივიზიონის მე-2 ჯგუფი) ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რთულ ვითარებაში იმყოფება და ნოემბერში ჯგუფური ეტაპის ბოლო ორ გადამწყვეტ მატჩს გამართავს.უნგრეთთან მატჩის შემდეგ, ეროვნული ნაკრები 17 ნოემბერს გასვლით მატჩს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს - მატჩი სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში ჩატარდება.სექტემბერ-ოქტომბრის ოთხი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 2 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო, მე-4 ადგილზეა.ევრო-2024-ის შემდეგ გუნდმა დაღმასვლა დაიწყო, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ორი შესარჩევი ციკლი ჩააგდო – ერთა ლიგის 2024-25 წლების სეზონი და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/01/300923028_0:158:1638:1387_1920x0_80_0_0_4a9c2abb02b8cb06ffe6fb511ba55725.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო-უნგრეთი: მატჩზე დასასწრები ბილეთები 19 ოქტომბრიდან გაიყიდება
მატჩზე დასასწრებად ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი, რომელთა ფასიც 20-დან 100 ლარამდე მერყეობს.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 19 ოქტომბერს დაიწყება, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14 ნოემბერს, 21:00 საათზე გამართავს.
ფედერაციის განცხადებით, ბილეთების ონლაინ გაყიდვა 19 ოქტომბერს, 12:00 საათზე ვებგვერდზე biletebi.ge დაიწყება - მატჩზე დასასწრებად ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი, რომელთა ფასიც 20-დან 100 ლარამდეა. ერთ ადამიანს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეეძლება.
უეფას ერთა ლიგის (B დივიზიონის მე-2 ჯგუფი) ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რთულ ვითარებაში იმყოფება და ნოემბერში ჯგუფური ეტაპის ბოლო ორ გადამწყვეტ მატჩს გამართავს.
უნგრეთთან მატჩის შემდეგ, ეროვნული ნაკრები 17 ნოემბერს გასვლით მატჩს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს - მატჩი სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში ჩატარდება.
სექტემბერ-ოქტომბრის ოთხი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 2 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო, მე-4 ადგილზეა.
ევრო-2024-ის შემდეგ გუნდმა დაღმასვლა დაიწყო, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ორი შესარჩევი ციკლი ჩააგდო – ერთა ლიგის 2024-25 წლების სეზონი და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი.