მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რამ შეიძლება შეაფერხოს რუსეთიდან აშშ-ში დიზელის საწვავის მიწოდება?

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიტანკერი
ტანკერი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2026
გამოწერა
პესკოვის თქმით, ევროპის ქვეყნები თავადვე არიან როგორც რუსული ნავთობის, ისე ნავთობპროდუქტების აქტიური მყიდველები.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთსა და აშშ-ის შეთანხმებებს დიზელის საწვავის მიწოდების თაობაზე, შესაძლოა, ხელი შეეშალოს, ამის შესახებ რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება გახდეს ევროკავშირის განზრახვა, რუსეთის მიმართ მორიგი სანქციები დააწესოს.
„ის, რომ ამან შეიძლება ხელი შეუშალოს, ეს უდავოა. ამასთან ერთად, როგორც იცით, ახლა ევროპული ცინიზმის ეს თემა, როგორც ეს ბატონმა ბესენტმა (აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა) თქვა, მსოფლიო მედიაში ფართოდ განიხილება“, — განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები თავადვე არიან როგორც რუსული ნავთობის, ისე ნავთობპროდუქტების აქტიური მყიდველები.
მანამდე ბესენტმა სრულიად ცინიკური უწოდა ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიზელის საწვავის მიწოდების თაობაზე მიღწეულ შეთანხმებებთან დაკავშირებით. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ ევროპა საკუთარი ენერგეტიკული პოლიტიკის კრახის გამო თავადვე ვერ ახერხებს რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმას.
9 ოქტომბერს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რის შედეგადაც, კერძოდ, მხარეები აშშ-სა და მსოფლიო ბაზარზე რუსული დიზელის მიწოდებაზე შეთანხმდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0