მიმდინარე წლის 9 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 90 ფაქტი გამოავლინეს

© photo: Sputnik / Евгений Епанчинцев / გადასვლა მედიაბანკშიინერტული მასალების მოპოვება
ინერტული მასალების მოპოვება - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2026
გამოწერა
სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 2 მლნ ლარს აღემატება.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 90 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, 26 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 2 მლნ ლარს აღემატება.
ყველაზე მეტი - 16 სამართალდარღვევა გამოვლინდა იმერეთში. 15 ფაქტი - გურიაში, 13 - კახეთში, 12 - მცხეთა-მთიანეთში, 10 - ქვემო ქართლში, 8 - აჭარაში, 7 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 6 - შიდა ქართლში, 2 - სამცხე ჯავახეთში, 1 კი - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევებისთვის ჩამორთმეულია 51 ერთეული სპეციალური ტექნიკა.
წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. მაგალითად, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარეების კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემის განადგურება.
ყველა ახალი ამბავი
0