https://sputnik-georgia.com/20261013/papuashvili-saqartvelo-post-ngo-epoqashi-shedis-301128050.html
პაპუაშვილი: საქართველო პოსტ-NGO ეპოქაში შედის
პაპუაშვილი: საქართველო პოსტ-NGO ეპოქაში შედის
Sputnik საქართველო
უცხოელმა დონორებმა უნდა აღადგინონ ნდობა და დაამტკიცონ თავიანთი პროექტების სარგებლიანობა ქვეყნისთვის, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ 13.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-13T18:51+0400
2026-10-13T18:51+0400
2026-10-13T18:51+0400
საქართველო
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
usaid - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569067_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_756afc86e6ed0688d035094168f16274.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში პოსტ-NGO ეპოქა იწყება, სადაც არასამთავრობო სექტორი და უცხოელი დონორები პოლიტიკური გავლენისა და ხელისუფლების ცვლილებისთვის გამოიყენებოდა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი, რადიკალური ოპოზიცია და ზოგიერთი უცხოელი დონორი მოქმედებდნენ შეთანხმებულად, იყენებდნენ რა დაფინანსებას საქართველოში საზოგადოებასა და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად, მათ შორის ხელისუფლების შეცვლის მიზნით. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ტენდენცია განსაკუთრებით მკაფიოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოვლინდა. მისი აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობა პოლიტიკაში მოწმობს ამ ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ ძალებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირის არსებობას.„პოსტ- NGO ეპოქა“: რა არ აწყობს ხელისუფლებასპაპუაშვილი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორის თავად მოდელი, რომელიც პოსტსოციალისტურ ქვეყნებში ჩამოყალიბდა, განსხვავდება დასავლურ სახელმწიფოებში არსებული საზოგადოებრივი გაერთიანებების ტრადიციული სისტემისგან.„ზოგადად, ეს ტერმინი NGO - არასამთავრობო ორგანიზაცია, არის გამოგონილი ტერმინი, ე.წ. ახალი დემოკრატიებისთვის, განსაკუთრებით, პოსტსოციალისტური ქვეყნებისთვის. სამოქალაქო საზოგადოებაც გამოგონილი ტერმინია სწორედ „ჩვენნაირი ქვეყნებისთვის", იმისათვის, რომ ჩვენ დემოკრატია გვასწავლონ”, -განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ტერმინები „არასამთავრობო ორგანიზაცია“ და „სამოქალაქო საზოგადოება“ განსაკუთრებით იმ ქვეყნებში გავრცელდა, რომლებსაც დემოკრატიული პრაქტიკის გადმოღებას სთავაზობდნენ. ამასთან, უფრო ტრადიციული მოდელის მაგალითად მან პროფესიული ასოციაციები და გაერთიანებები მოიყვანა, რომლებიც კონკრეტული ჯგუფების — ექიმების, ადვოკატებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლების ინტერესებს იცავენ.საქართველოში კი, ირწმუნება პაპუაშვილი, ჩამოყალიბდა იმ ორგანიზაციების სისტემა, რომლებიც ერთდროულად დაკავებული არიან არჩევნებით, ეკონომიკით, დემოკრატიის საკითხებითა და სხვა მიმართულებებით, ისე, რომ არ გააჩნიათ ფართო საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლობის პირდაპირი მანდატი.თავისი პოზიციის დასტურად მან მოიყვანა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ვაჟის, დონალდ ტრამპი-უმცროსის განცხადებები USAID-ის საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ აშშ-ის საბიუჯეტო სახსრები სხვა ქვეყნებში პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად გამოიყენებოდა.უცხოური დაფინანსება — საქართველოს პირობებითპაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ, უცხოელი დონორების მიმართ ნდობა შეირყა და ახლა მათზეა დამოკიდებული, დაამტკიცონ, რომ მათი პროექტები საქართველოს განვითარებას ემსახურება და არა ფარულ პოლიტიკურ მიზნებს.სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ღიაა უცხო სახელმწიფოებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის, თუმცა, ეს ურთიერთქმედება უნდა ითვალისწინებდეს მოქალაქეების ნებასა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.მისი თქმით, მთავრობა საქართველოსთან თანამშრომლობის მსურველთა მოთხოვნების დაახლოებით 95%-ს აკმაყოფილებს. თუმცა, იგი მიიჩნევს, რომ ნდობის დაკარგვის შემდეგ, უცხოელმა დონორებმა ძალისხმევა უნდა გასწიონ მის აღსადგენად.პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი პოზიცია ასევე დაუკავშირა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ USAID-თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს და განაცხადა, რომ ისინი ადასტურებენ უცხოური დაფინანსებისადმი მიდგომების გადახედვის აუცილებლობას.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569067_0:0:1424:1067_1920x0_80_0_0_1268cf3631f939c43d726bfeae95bf4f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, usaid - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, usaid - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პაპუაშვილი: საქართველო პოსტ-NGO ეპოქაში შედის
უცხოელმა დონორებმა უნდა აღადგინონ ნდობა და დაამტკიცონ თავიანთი პროექტების სარგებლიანობა ქვეყნისთვის, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში პოსტ-NGO ეპოქა იწყება, სადაც არასამთავრობო სექტორი და უცხოელი დონორები პოლიტიკური გავლენისა და ხელისუფლების ცვლილებისთვის გამოიყენებოდა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში
მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი, რადიკალური ოპოზიცია და ზოგიერთი უცხოელი დონორი მოქმედებდნენ შეთანხმებულად, იყენებდნენ რა დაფინანსებას საქართველოში საზოგადოებასა და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად, მათ შორის ხელისუფლების შეცვლის მიზნით. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ტენდენცია განსაკუთრებით მკაფიოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოვლინდა.
„ნეიტრალიტეტი და არასამთავრობო სექტორი, ეს ორი ერთმანეთისთვის უცხო ცნებაა“, -განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობა პოლიტიკაში მოწმობს ამ ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ ძალებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირის არსებობას.
„პოსტ- NGO ეპოქა“: რა არ აწყობს ხელისუფლებას
პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორის თავად მოდელი, რომელიც პოსტსოციალისტურ ქვეყნებში ჩამოყალიბდა, განსხვავდება დასავლურ სახელმწიფოებში არსებული საზოგადოებრივი გაერთიანებების ტრადიციული სისტემისგან.
„ზოგადად, ეს ტერმინი NGO - არასამთავრობო ორგანიზაცია, არის გამოგონილი ტერმინი, ე.წ. ახალი დემოკრატიებისთვის, განსაკუთრებით, პოსტსოციალისტური ქვეყნებისთვის. სამოქალაქო საზოგადოებაც გამოგონილი ტერმინია სწორედ „ჩვენნაირი ქვეყნებისთვის", იმისათვის, რომ ჩვენ დემოკრატია გვასწავლონ”, -განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ტერმინები „არასამთავრობო ორგანიზაცია“ და „სამოქალაქო საზოგადოება“ განსაკუთრებით იმ ქვეყნებში გავრცელდა, რომლებსაც დემოკრატიული პრაქტიკის გადმოღებას სთავაზობდნენ. ამასთან, უფრო ტრადიციული მოდელის მაგალითად მან პროფესიული ასოციაციები და გაერთიანებები მოიყვანა, რომლებიც კონკრეტული ჯგუფების — ექიმების, ადვოკატებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლების ინტერესებს იცავენ.
საქართველოში კი, ირწმუნება პაპუაშვილი, ჩამოყალიბდა იმ ორგანიზაციების სისტემა, რომლებიც ერთდროულად დაკავებული არიან არჩევნებით, ეკონომიკით, დემოკრატიის საკითხებითა და სხვა მიმართულებებით, ისე, რომ არ გააჩნიათ ფართო საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლობის პირდაპირი მანდატი.
თავისი პოზიციის დასტურად მან მოიყვანა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ვაჟის, დონალდ ტრამპი-უმცროსის განცხადებები USAID-ის საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ აშშ-ის საბიუჯეტო სახსრები სხვა ქვეყნებში პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად გამოიყენებოდა.
უცხოური დაფინანსება — საქართველოს პირობებით
პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ, უცხოელი დონორების მიმართ ნდობა შეირყა და ახლა მათზეა დამოკიდებული, დაამტკიცონ, რომ მათი პროექტები საქართველოს განვითარებას ემსახურება და არა ფარულ პოლიტიკურ მიზნებს.
სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ღიაა უცხო სახელმწიფოებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის, თუმცა, ეს ურთიერთქმედება უნდა ითვალისწინებდეს მოქალაქეების ნებასა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
„საერთაშორისო დახმარება ეს არ არის უფლება, ეს არის მონაწილეობა ქვეყნის განვითარებაში, ეს არ არის უცხო ქვეყნის უფლება, ეს არის პრივილეგია, რომელიც მას უნდა მიანიჭოს ქართველმა ხალხმა და ამ პრივილეგიას დამსახურება უნდა," – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მთავრობა საქართველოსთან თანამშრომლობის მსურველთა მოთხოვნების დაახლოებით 95%-ს აკმაყოფილებს. თუმცა, იგი მიიჩნევს, რომ ნდობის დაკარგვის შემდეგ, უცხოელმა დონორებმა ძალისხმევა უნდა გასწიონ მის აღსადგენად.
პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი პოზიცია ასევე დაუკავშირა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ USAID-თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს და განაცხადა, რომ ისინი ადასტურებენ უცხოური დაფინანსებისადმი მიდგომების გადახედვის აუცილებლობას.