https://sputnik-georgia.com/20261013/manana-kobaxidzes-mosamartlis-uplebamoileba-sheuckda-301142980.html
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა. 13.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-13T21:42+0400
2026-10-13T21:42+0400
2026-10-13T21:42+0400
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23035/07/230350711_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_62cd0f160923b51dbe4e46c1ca1bc7b8.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.მანანა კობახიძე საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2017 წლის 8 თებერვალს იქნა არჩეული. მას მოსამართლის უფლებამოსილების 10-წლიანი კანონიერი ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა.12 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ მანანა კობახიძის შუამდგომლობა.მანანა კობახიძემ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე თვითგანრიდება 9 ოქტომბერს ითხოვა, რის მიზეზადაც დაასახელა წარსულში მის მიერ გაკეთებული ღია და საჯარო მწვავე პოლიტიკური განცხადებები.სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „კონსტიტუცია არ კრძალავს პოლიტიკოსის, მათ შორის, პარლამენტის წევრის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ განწესების შესაძლებლობას. ასევე, არც ზოგადი პოლიტიკური კრიტიკა არ წარმოადგენს წარსულში პოლიტიკური პირის, როგორც მოსამართლის აცილების წინაპირობას".2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტია, გასულ კვირაში კი „გახარია-საქართველოსთვის" დაემატა და სასამართლოში განახლებული სარჩელი 2026 წლის 21 სექტემბერს შევიდა.10 ოქტომბერს საქართველოს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ განხილვაში ყველა მოსამართლე მიიღებს მონაწილეობას. პლენუმის შემადგენლობაში მანანა კობახიძის გარდა, ასევე შედიან რევაზ ნადარაია, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი.საკანონმდებლო ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის აკრძალვის საქმეზე გადაწყვეტილების გამოსატანად 9-თვიანი მაქსიმალური ვადა აქვს განსაზღვრული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23035/07/230350711_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_bca2953babc655adff41d14e19c0a47c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.
მანანა კობახიძე საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2017 წლის 8 თებერვალს იქნა არჩეული. მას მოსამართლის უფლებამოსილების 10-წლიანი კანონიერი ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N2, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
12 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ მანანა კობახიძის შუამდგომლობა.
მანანა კობახიძემ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე თვითგანრიდება 9 ოქტომბერს ითხოვა, რის მიზეზადაც დაასახელა წარსულში მის მიერ გაკეთებული ღია და საჯარო მწვავე პოლიტიკური განცხადებები.
სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „კონსტიტუცია არ კრძალავს პოლიტიკოსის, მათ შორის, პარლამენტის წევრის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ განწესების შესაძლებლობას. ასევე, არც ზოგადი პოლიტიკური კრიტიკა არ წარმოადგენს წარსულში პოლიტიკური პირის, როგორც მოსამართლის აცილების წინაპირობას".
2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტია, გასულ კვირაში კი „გახარია-საქართველოსთვის" დაემატა და სასამართლოში განახლებული სარჩელი 2026 წლის 21 სექტემბერს შევიდა.
10 ოქტომბერს საქართველოს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ განხილვაში ყველა მოსამართლე მიიღებს მონაწილეობას. პლენუმის შემადგენლობაში მანანა კობახიძის გარდა, ასევე შედიან რევაზ ნადარაია, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი.
საკანონმდებლო ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის აკრძალვის საქმეზე გადაწყვეტილების გამოსატანად 9-თვიანი მაქსიმალური ვადა აქვს განსაზღვრული.