ყაველაშვილი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა: რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

© Courtesy of Mikheil Kavelashvili საქართველოს პრეზიდენტი და ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი და ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2026
გამოწერა
ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნის პერსპექტივა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში საქართველოშიც გაიხსნება ვიეტნამის რეზიდენტი საელჩო.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სატრანზიტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობები, „შუა დერეფნის" განვითარების პერსპექტივები და ქვეყნის როლი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მარშრუტებში განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შორის გამართულ შეხვედრაზე, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
უწყების ცნობით, გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.
ყაველაშვილმა ვო თჰი ან სუანს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელახლა არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნის პერსპექტივა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში საქართველოშიც გაიხსნება ვიეტნამის რეზიდენტი საელჩო.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განვითარების პერსპექტივას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ შესაბამისი შეთანხმება ხელს შეუწყობს ტურიზმის, ბიზნეს-კავშირებისა და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
უწყების ცნობით, თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებად გამოიკვეთა ინოვაციები, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, მეცნიერება და კვლევა. ყურადღება ასევე დაეთმო უნივერსიტეტებს შორის პირდაპირი კავშირებისა და აკადემიური თანამშრომლობის განვითარებას.
საქართველოსა და ვიეტნამს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 30 ივნისს დამყარდა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ფორმატებში. პარტნიორობის მთავარ მიმართულებებს შორისაა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ტურიზმი, ინვესტიციები, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა.
ყველა ახალი ამბავი
0