https://sputnik-georgia.com/20261013/congulashvilma-world-food-forum-2026-miigo-monawileoba-301128170.html
დავით სონღულაშვილმა World Food Forum 2026-ის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
დავით სონღულაშვილმა World Food Forum 2026-ის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
Sputnik საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ფორუმის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებსა და დისკუსიებში იღებს მონაწილეობას. 13.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-13T16:56+0400
2026-10-13T16:56+0400
2026-10-13T16:56+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
იტალია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/0d/301128664_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_3ba956d24dac9a82a7cb86fb8f927197.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რომში სურსათის მსოფლიო ფორუმის (World Food Forum 2026) გახსნაში მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ფორუმი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათავო ოფისში 8 ოქტომბერს გაიხსნა და 16 ოქტომბერს დასრულდება.უწყების ცნობით, 2026 წლის სურსათის მსოფლიო ფორუმის მთავარი თემაა „ინოვაცია დღეს – ჯანსაღი და მდგრადი კვება ხვალ“, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას: ახალგაზრდების გლობალურ ჩართულობას, მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარებას და აგროსასურსათო სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობას აერთიანებს. ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მეცნიერებისა და ინოვაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების, ინვესტიციების, ახალგაზრდების ჩართულობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის როლს აგროსასურსათო სისტემების განვითარებაში. დავით სონღულაშვილი ფორუმის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებსა და დისკუსიებში იღებს მონაწილეობას. საერთაშორისო ფორუმზე საქართველო ასევე წარმოდგენილი იქნება ღონისძიებით „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“, რომელიც ქართული ხორბლის უნიკალური კულტურის, აგრობიომრავალფეროვნების წარმოჩენას და საერთაშორისო პოპულარიზაციას ემსახურება. ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ქართული ხორბლის მრავალფეროვნებაზე, მის კულტურულ და სასურსათო მნიშვნელობაზე, ასევე ტრადიციული ცოდნისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნების მნიშვნელობაზე. სურსათის მსოფლიო ფორუმი 2021 წელს, FAO-ს პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, გლობალურ პლატფორმად შეიქმნა და მისი მიზანია აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმაციის ხელშეწყობა, მდგრადი, მედეგი და ინკლუზიური სასურსათო სისტემების განვითარება და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ფორუმი ყოველწლიურად აერთიანებს პოლიტიკის შემმუშავებლებს, მეცნიერებს, ახალგაზრდებს, ფერმერებს, ინოვატორებს, ინვესტორებს, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/0d/301128664_99:0:2048:1462_1920x0_80_0_0_1a2e7db5ea74bad4eac1e8fa281bc8d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, იტალია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, იტალია , საზოგადოება, ახალი ამბები
დავით სონღულაშვილმა World Food Forum 2026-ის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ფორუმის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებსა და დისკუსიებში იღებს მონაწილეობას.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რომში სურსათის მსოფლიო ფორუმის (World Food Forum 2026) გახსნაში მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფორუმი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათავო ოფისში 8 ოქტომბერს გაიხსნა და 16 ოქტომბერს დასრულდება.
უწყების ცნობით, 2026 წლის სურსათის მსოფლიო ფორუმის მთავარი თემაა „ინოვაცია დღეს – ჯანსაღი და მდგრადი კვება ხვალ“, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას: ახალგაზრდების გლობალურ ჩართულობას, მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარებას და აგროსასურსათო სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობას აერთიანებს.
ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მეცნიერებისა და ინოვაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების, ინვესტიციების, ახალგაზრდების ჩართულობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის როლს აგროსასურსათო სისტემების განვითარებაში.
დავით სონღულაშვილი ფორუმის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებსა და დისკუსიებში იღებს მონაწილეობას.
საერთაშორისო ფორუმზე საქართველო ასევე წარმოდგენილი იქნება ღონისძიებით „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“, რომელიც ქართული ხორბლის უნიკალური კულტურის, აგრობიომრავალფეროვნების წარმოჩენას და საერთაშორისო პოპულარიზაციას ემსახურება.
ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ქართული ხორბლის მრავალფეროვნებაზე, მის კულტურულ და სასურსათო მნიშვნელობაზე, ასევე ტრადიციული ცოდნისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
სურსათის მსოფლიო ფორუმი 2021 წელს, FAO-ს პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, გლობალურ პლატფორმად შეიქმნა და მისი მიზანია აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმაციის ხელშეწყობა, მდგრადი, მედეგი და ინკლუზიური სასურსათო სისტემების განვითარება და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ფორუმი ყოველწლიურად აერთიანებს პოლიტიკის შემმუშავებლებს, მეცნიერებს, ახალგაზრდებს, ფერმერებს, ინოვატორებს, ინვესტორებს, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.