სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

© photo: Sputnik / Vitaly Timkivქათმები
ქათმები - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2026
გამოწერა
სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ, რათა უზრუნველყოფილი იყოს სურსათის უვნებლობა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვა.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარისა და იმერეთის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკურ პირები ქობულეთის დაბა ჩაქვში და თერჯოლის სოფელ სიქთარვაში ფრინველის დაკვლას, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე ახორციელბდნენ.
„ობიექტებზე დარღვეული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარული და სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნებიც. გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ, რათა უზრუნველყოფილი იყოს სურსათის უვნებლობა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვა.
ყველა ახალი ამბავი
0