შიო მესამე: ტექნოლოგიები უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი – ტექნოლოგიებს

© Сourtesy of Georgian Governmentშიო მესამე
შიო მესამე - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2026
გამოწერა
პატრიარქის თქმით, დრო იცვლება, მაგრამ უცვლელი რჩება ქრისტიანის მოწოდება — იცხოვრო და იშრომო უფლის რწმენით, ღვთისა და მოყვასის სიყვარულითა და თავდადებით.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ტექნოლოგიები ადამიანს უნდა ემსახურებოდეს და არა ადამიანი — ტექნოლოგიებს, ამასთან პროგრესმა არ უნდა აიძულოს ადამიანები, დაივიწყონ სულიერება, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ საერთაშორისო სიმპოზიუმის გახსნაზე, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება.
თბილისში საერთაშორისო სიმპოზიუმი „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" 11-13 ოქტომბრის პერიოდში იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობენ პატრიარქი შიო, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.
„მეცნიერებამ, ტექნოლოგიამ, ინფორმაციისა და ცოდნის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ თანამედროვე ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა. რა თქმა უნდა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ ის პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი – ტექნოლოგიას", - განაცხადა პატრიარქმა.
მისი თქმით, ცოდნამ ადამიანი რწმენისგან არ უნდა დააშოროს, პროგრესმა კი არ უნდა დაავიწყოს სულიერება.
„ცხოვრების გამარტივებამ და ფასეულობებმა და იდეოლოგიებმა არ უნდა დაგვაკარგვინოს თავისუფალი ნება, სიყვარული, თანაგრძნობის უნარი, თავმდაბლობა და სინდისი“, – აღნიშნა შიო მესამემ.
მისი თქმით, დრო იცვლება, მაგრამ უცვლელი რჩება ქრისტიანის მოწოდება — იცხოვრო და იშრომო უფლის რწმენით, ღვთისა და მოყვასის სიყვარულითა და თავდადებით.
საიუბილეო ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის, მისი ისტორიული, კულტურული და სულიერი მნიშვნელობის სიღრმისეულ გააზრებას, აგრეთვე მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში საქართველოს როლის წარმოჩენას.
სიმპოზიუმის ფარგლებში მოხსენებით გამოვლენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ისტორიკოსები, თეოლოგები, კულტურის მოღვაწეები და სასულიერო პირები. ღონისძიება მოიცავს თემატურ სესიებსაც.
ყველა ახალი ამბავი
0