10 ათასი ლარი ოჯახის თითოეულ წევრს: დევნილებისთვის კომპენსაციების პროგრამა ამოქმედება

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2026
გამოწერა
თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია, ექნება უფლება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი - საცხოვრისის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. მთავრობა დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად ფულადი კომპენსაციების პროგრამასაც აამოქმედებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
პრემიერის განმარტებით, პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება. რაც შეეხება თავად კომპენსაციის ოდენობას, ოჯახის თითოეულ წევრზე 10 ათასი ლარი იქნება განსაზღვრული.
თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია, ექნება უფლება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი - საცხოვრისის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ.
„პროცესების დასაჩქარებლად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელშიც ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითი იქნება", - განაცხადა კობახიძემ.
კომპენსაცია გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის მიხედვით. აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მლნ ლარი - პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და მისი ბიუჯეტი მომდევნო წლებში უფრო მეტად გაიზრდება.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენ მიერ შეთავაზებული პროგრამით ათასობით დევნილი ოჯახი ისარგებლებს. თითოეულ დევნილ ოჯახს ვუსურვებთ კეთილდღეობას და მშობლიურ კუთხეში მალე დაბრუნებას“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, სახელმწიფო წარმატებით ახორციელებს პროგრამას „სოფლად სახლი", რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წელს 2 ათასამდე ოჯახმა შეძლო სახელმწიფოს მხარდაჭერით სოფლად სახლის შეძენა.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 300.549 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 96.313 ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0