პარაფარიკაობა: საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 5 მედლით დაასრულა

© Georgian Paralympic Committeeპარაფარიკაობა - საქართველოს ნაკრების წევრები
პარაფარიკაობა - საქართველოს ნაკრების წევრები - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2026
გამოწერა
ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. კარდიფში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა, იუწყება პირველი არხი.
ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ხმლით ასპარეზობაში ირმა ხეცურიანმა – ვერცხლის, ხოლო ნინა თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამას გარდა, თიბილაშვილი ვერცხლის მედალს რაპირით ასპარეზობაშიც დაეუფლა.
გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ვერცხლის მედლებია ხმალშიც და რაპირაშიც .
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის წინ ნაკრებმა სრულფასოვანი საწვრთნელი-სავარჯიშო შეკრება პოლონეთსა და იტალიაში გაიარა. საერთაშორისო შეკრების ორგანიზება და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი. ევროპის ჩემპიონატამდე გუნდმა, საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პოლონეთსა და იტალიაში საწვრთნელი შეკრებები გაიარა.
ყველა ახალი ამბავი
0