მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პაპ ლეო XIV-ს ოპერაციას გაუკეთებენ: რეაბილიტაქციას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება

© AP Photo / Gregorio BorgiaПапа Римский Лев XIV
Папа Римский Лев XIV  - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2026
გამოწერა
ოპერაცია მომავალი კვირის პირველ დღეებში, რომის „ჯემელის“ კლინიკაში ჩატარდება.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. რომის პაპმა ლეო XIV-მ განაცხადა, რომ ფილტვზე ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი ლოკალიზებული კვანძოვანი წარმონაქმნის ამოსაკვეთად ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. ქირურგიული ჩარევა უახლოეს დღეებშია დაგეგმილი.
„ცოტა ხნის წინ, გამოკვლევების დროს, ექიმებმა ფილტვში ლოკალიზებული კვანძი აღმომიჩინეს. ის ძალიან ადრეულ სტადიაზეა გამოვლენილი და მკაფიოდ შემოსაზღვრულია. ექიმები მიზანშეწონილად მიიჩნევენ ჩარევის განხორციელებას. ამიტომ, მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით, გადავწყვიტე ოპერაციის გაკეთება მის მოსაშორებლად. ოპერაცია უკვე დაგეგმილია უახლოეს დღეებში“, — განაცხადა პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, ტრადიციული კვირის ქადაგების დასრულებისას.
წმინდა საყდრის პრეს-სამსახურის დირექტორის, მატეო ბრუნის განცხადებით, ოპერაციის შემდეგ პონტიფიკოსის რეაბილიტაციას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება. პორტალ Vatican News-ის ინფორმაციით, ოპერაცია მომავალი კვირის პირველ დღეებში, რომის „ჯემელის“ კლინიკაში ჩატარდება.
რომის პაპი ლეო XIV 71 წლისაა. ვატიკანის კონკლავმა ახალი პაპი 2025 წლის 8 მაისს აირჩია.
ყველა ახალი ამბავი
0