https://sputnik-georgia.com/20261012/prokuraturam-3-pirs-brali-warudgina-301119835.html
თავდასხმა რუსთავის ციხის თანამშრომლებზე: 3 პატიმარს ბრალი წარედგინა
თავდასხმა რუსთავის ციხის თანამშრომლებზე: 3 პატიმარს ბრალი წარედგინა
Sputnik საქართველო
პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის შუამდგომლობით მიმართავს. 12.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-12T20:13+0400
2026-10-12T20:13+0400
2026-10-12T20:13+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
სპეციალური პენიტენციური სამსახური
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_b7747acc8f4af1f62e8b5971ff9edded.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს N6 პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანში მოთავსებულმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულმა ბ. ჭ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საკანთან შემოწმების მიზნით მისულ დაწესებულების დირექტორის მოადგილეს. გარდა ამისა, 4 ოქტომბერს N6 პენიტენციური დაწესებულებაში სასეირნო სივრციდან დაბრუნებისას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ჯ. ჯ. და მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ვ. თ. თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს.მსჯავრდებულ ბ.ჭ.-ს, რომელსაც წარსულშიც ჰქონდა ჩადენილი მსგავსი ქმედება, ბრალი წარედგინა სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილით (პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა არაერთგზის). მას 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მსჯავრდებულებს ჯ.ჯ.-ს და ვ.თ.-ს კი ბრალდება წარედგინათ სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა). აღნიშნული მუხლი 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის შუამდგომლობით მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_114:0:1447:1000_1920x0_80_0_0_48cd7d7ffe596d377fa38d90a91ceff8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, სპეციალური პენიტენციური სამსახური, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, სპეციალური პენიტენციური სამსახური, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თავდასხმა რუსთავის ციხის თანამშრომლებზე: 3 პატიმარს ბრალი წარედგინა
პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის შუამდგომლობით მიმართავს.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს N6 პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანში მოთავსებულმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულმა ბ. ჭ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საკანთან შემოწმების მიზნით მისულ დაწესებულების დირექტორის მოადგილეს.
გარდა ამისა, 4 ოქტომბერს N6 პენიტენციური დაწესებულებაში სასეირნო სივრციდან დაბრუნებისას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ჯ. ჯ. და მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ვ. თ. თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს.
მსჯავრდებულ ბ.ჭ.-ს, რომელსაც წარსულშიც ჰქონდა ჩადენილი მსგავსი ქმედება, ბრალი წარედგინა სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილით (პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა არაერთგზის). მას 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მსჯავრდებულებს ჯ.ჯ.-ს და ვ.თ.-ს კი ბრალდება წარედგინათ სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა). აღნიშნული მუხლი 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის შუამდგომლობით მიმართავს.