მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლავროვი: ზელენსკი ბრძოლის ველზე სულის მოთქმას არ იმსახურებს

© photo: Sputnik / Юрий Кочетков / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2026
გამოწერა
შაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს”.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ვოლოდიმირ ზელენსკი ბრძოლის ველზე სულის მოთქმას არ იმსახურებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
თავის ლიბანელ კოლეგა იუსეფ რაჟისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პირველმა დიპლომატმა უპასუხა კითხვას, მიღწეულია თუ არა ენერგეტიკული ზავი რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთი დღით ადრე გამოაცხადა.
„პრეზიდენტ ტრამპის განცხადების გამო მისი (ზელენსკის - რედ.) მოჩვენებითი გაკვირვება მხოლოდ ერთ რამეს ასახავს: ის მზადაა გამოიყენოს ნებისმიერი სიტყვა, ინიციატივა ან იდეა, რომელიც საჯაროდ გახდება ცნობილი, რათა ნებისმიერი საშუალებით წინ წაწიოს მისთვის სასურველი საკითხი - მიაღწიოს საბრძოლო მოქმედებებში პაუზას. არ ვფიქრობ, რომ ის სულის მოთქმას იმსახურებს”, - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, ზელენსკი მზადაა არჩევნები ჩაატაროს, თუ მას ძალების მოკრებისთვის ორი თვე მიეცემა, თუმცა, ამ დროის განმავლობაში ევროპა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო მოქმედებების გასაგრძელებლად ახალ იარაღს მიაწვდის.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ენერგეტიკული ზავის შესახებ ტრამპის განცხადების კომენტირებისას, განაცხადა, რომ მხარეები აგრძელებენ კონტაქტებს. მან დასძინა, რომ კრემლი საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის მაშინ, როდესაც ამ საკითხზე სათქმელი ექნება.
შაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს”. საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.
ერთი დღით ადრე, მაიამიში ამერიკული და უკრაინული მხარეების შეხვედრა გაიმართა, რომელიც, მედიის ცნობით, ვადაზე ადრე დასრულდა. როგორც აღინიშნება, ამის მიზეზი გახდა რუსულ დიზელის საწვავთან დაკავშირებული გარიგება, რომლის შესახებაც ტრამპმა წინა დღით, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოაცხადა. კრემლში განაცხადეს, რომ საუბარი ძირითადად უკრაინის საკითხის მოგვარებას მიეძღვნა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის წარმომადგენლებმა უკრაინელები ასევე გააფრთხილეს სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შესაძლო შეწყვეტის შესახებ, თუ კიევი უარს არ იტყვის რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებზე.
პუტინმა განმარტა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგოობიექტებზე მასირებული დარტყმების მიყენება მოწინააღმდეგის ანალოგიური ქმედებების საპასუხოდ დაიწყო, რომელმაც მიზნად რუსული ეკონომიკის „მწყობრიდან გამოყვანა“ გამოაცხადა. თავდაცვის სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ გზით მცირდება უკრაინის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალი.
ყველა ახალი ამბავი
0