https://sputnik-georgia.com/20261012/izulebiti-psiqiatriuli-mkurnalobis-wesshi-cvlilebebi-shedis-301119677.html
იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისა და სტაციონარიდან გაწერის წესში ცვლილებები შედის
იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისა და სტაციონარიდან გაწერის წესში ცვლილებები შედის
Sputnik საქართველო
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებით, ცვლილებები მიზნად ისახავს კანონის საკონსტიტუციო... 12.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-12T18:57+0400
2026-10-12T18:57+0400
2026-10-12T18:57+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1e/249584938_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_859adfee5b115540f025ca54615d02b0.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის, მისი გაგრძელებისა და სტაციონარიდან გაწერის წესში ცვლილებები შედის, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებით, ცვლილებები მიზნად ისახავს კანონის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანას.უწყების ცნობით, ცვლილება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში და მასთან ერთად „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა“ და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შედის.კომისიის გადაწყვეტილება როგორც იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის, ისე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდება.იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შეფარდებიდან 6 თვეში ერთხელ, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დოკუმენტაციასთან ერთად სასამართლოს გაუგზავნის და სასამართლო განიხილავს, ისევ არის თუ არა სახეზე საფუძვლები, რომელზე დაყრდნობითაც პირს მკურნალობა შეეფარდა. ამასთან, მკურნალ ექიმს კვლავ ექნება უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მიმართოს კომისიას, თუ თვლის რომ პაციენტი ვადამდე გამოჯანმრთელდა. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1e/249584938_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_bbb7f9051d879cad084165811c6dd7e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები
იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისა და სტაციონარიდან გაწერის წესში ცვლილებები შედის
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებით, ცვლილებები მიზნად ისახავს კანონის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანას.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის, მისი გაგრძელებისა და სტაციონარიდან გაწერის წესში ცვლილებები შედის, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებით, ცვლილებები მიზნად ისახავს კანონის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანას.
უწყების ცნობით, ცვლილება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში და მასთან ერთად „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა“ და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შედის.
მოქმედი კანონმდებლობით, იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას სისხლის სამართლის მოსამართლე, მაქსიმუმ 4-წლამდე ვადით ნიშნავს. პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტის თანახმად, ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნიდან თვეში ერთხელ იხილავს და არკვევს ისევ არის თუ არა სახეზე საფუძვლები, რითაც იძულებითი მკურნალობის დანიშვნა მოხდა.
კომისიის გადაწყვეტილება როგორც იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის, ისე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდება.
იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შეფარდებიდან 6 თვეში ერთხელ, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დოკუმენტაციასთან ერთად სასამართლოს გაუგზავნის და სასამართლო განიხილავს, ისევ არის თუ არა სახეზე საფუძვლები, რომელზე დაყრდნობითაც პირს მკურნალობა შეეფარდა. ამასთან, მკურნალ ექიმს კვლავ ექნება უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მიმართოს კომისიას, თუ თვლის რომ პაციენტი ვადამდე გამოჯანმრთელდა.
პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს.