2026 წლის იანვრიდან დღემდე CO-თი მოწამვლის 32 შემთხვევა დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2026
გამოწერა
„თბილისი ენერჯი" საკუთარი აბონენტების შიდა ქსელის უსაფრთხოებას უფასოდ ამოწმებს.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე CO-თი მოწამვლის 32 შემთხვევა აღირიცხა, აქედან ორი ფატალურად დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი" ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში თბილისის მასშტაბით შემოწმდა 252,558 აბონენტი, საიდანაც გაზის უსაფრთხოების წესები დარღვეული ჰქონდა 13,553 აბონენტს.
„ჩუღურეთ - ნაძალადევში გამოვლინდა დარღვევის 2902 შემთხვევა, სამგორი - ვარკეთილში 2520, გლდანი - სანზონაში 1940 შემთხვევა, ისანი - ვაზისუბანში 1701, მთაწმინდა - კრწანისში 1411, საბურთალო ნუცუბიძეზე - 1190, დიდუბე - დიღომში 1030, ხოლო ვაკე - წყნეთში - 859 შემთხვევა", - ნათქვამია განცხადებაში.
„თბილისი ენერჯი" დედაქალაქის მასშტაბით 600 ათასამდე აბონენტს ემსახურება.
გაზზე მომუშავე დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის საკითხი, როგორც წესი, აქტუალური ხდება ცივი ამინდების დადგომისთანავე, როდესაც მოსახლეობა გაზის გამათბობლების გამოყენებას იწყებს. გაზის გაჟონვა თბილისსა და რეგიონებში აფეთქებებისა და მსხვერპლის მიზეზი ხდება. ერთ-ერთი ასეთი ტრაგედია 2019 წლის იანვარში დიღომში მოხდა. მაშინ დაღუპულებს შორის ბავშვებიც იყვნენ.
ყველა ახალი ამბავი
0