ლაშა ხუციშვილი IMF-ისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრებს დაესწრება

© Ministry of Finance of Georgiaლაშა ხუციშვილი
ლაშა ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2026
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელ პირებთან.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრები 12-18 ოქტომბერს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელ პირებთან.
გარდა ამისა, შედგება კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილე ბო ლისთან. ამასთან, ლაშა ხუციშვილი მონაწილეობას მიიღებს სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში, ასევე სსფ-სა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის (Constituency) შეხვედრაში.
უწყების ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დონორი ორგანიზაციების, სარეიტინგო და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთანაც.
ორმხრივი შეხვედრების გარდა, ხუციშვილი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრისა (CCAMTAC) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) შეხვედრებში.
ფინანსთან მინისტრი ტაილანდში მის მოადგილე ეკატერინე გუნცაძესთან ერთად გაემგზავრება.
ყველა ახალი ამბავი
0