გაძვირდება თუ არა საქართველოში ავტომობილები? ვიდეო

გამოწერა
საქართველოში ავტომობილების ფასები, შესაძლოა, 15–20%-ით გაიზარდოს. ასეთი პროგნოზი გააჟღერა ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციისხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ.
ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: მიწოდების შემცირება, ავტომობილების გაძვირება ამერიკულ აუქციონებზე და ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯები.
ვითარებას ართულებს აქციზის გადასახადის ზრდაც. 1-ელი აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების განბაჟების ღირებულება თითქმის ექვსჯერ გაიზარდა.

ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ავტომობილებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია,
მიუხედავად საწვავზე ფასების ზრდისა. მიწოდება კი მცირდება, რაც ფასების ზრდას იწვევს. შედეგად, მყიდველებს მოუწევთ ან მეტის გადახდა ან ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებით გეგმების გადახედვა.
ყველა ახალი ამბავი
0