მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთში მასკს „პუტინი-ტრამპის გვირაბის“ მშენებლობის დაწყებისკენ მოუწოდეს

© photo: Sputnik / Alexander Lyskin / გადასვლა მედიაბანკშიბერინგის სრუტე
ბერინგის სრუტე - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2026
გამოწერა
დმიტრიევის თქმით, ბერინგის სრუტის გვირაბი რუსეთსა და აშშ-ს შორის ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთსა და აშშ-ს შორის გვირაბის მშენებლობის დაწყების დრო დადგა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმ უცხოურ ინვესტიციებსა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის (RDIF) ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა.
იგი მიიჩნევს, რომ ამ პროექტით კომპანია Boring Company უნდა დაკავდეს, რომლის დამფუძნებელიც ამერიკელი მეწარმე ილონ მასკია.
„დრო დადგა The Boring Company-მ დაიწყოს პუტინი-ტრამპის გვირაბის მშენებლობა, რომელიც გააერთიანებს რუსეთსა და აშშ-ს, ევრაზიასა და ამერიკას“, – დაწერა დმიტრიევმა პლატფორმა X-ზე.
მან ასევე გამოაქვეყნა ბერინგის სრუტეზე გამავალი მომავალი გვირაბის სავარაუდო სქემა.
დმიტრიევის თქმით, ამ მნიშვნელოვანი და ამბიციური რუსულ-ამერიკული პროექტის მშენებლობისთვის საჭირო იქნება არაუმეტეს რვა წელი და დაახლოებით რვა მილიარდი დოლარი.
დმიტრიევმა განაცხადა, რომ ბერინგის სრუტის გვირაბი რუსეთსა და აშშ-ს შორის ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება. მოსკოვი არქტიკაში აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნულ იდეას საინტერესო უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0