https://sputnik-georgia.com/20261011/mosaxleoba-lilos-nagavsakrelis-daxurvas-itxovs-301103896.html
გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარია - მოსახლეობა ლილოს ნაგავსაყრელის გადატანას ითხოვს
გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარია - მოსახლეობა ლილოს ნაგავსაყრელის გადატანას ითხოვს
Sputnik საქართველო
დასახლებასთან ახლოს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის არსებობა ადგილობრივების საპროტესტო აქციის საბაბი ბევრჯერ გამხდარა 11.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-11T17:00+0400
2026-10-11T17:00+0400
2026-10-11T17:00+0400
საქართველო
თბილისი დღეს
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24454/35/244543575_6:0:2241:1257_1920x0_80_0_0_15f616d7c3bdc26356c2155283b7f57f.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, დიდი ლილოსა და ნასაგურის დასახლების მოსახლეობამ ლილოს ნაგავსაყრელის დაუყოვნებლივ დახურვისა და სხვა ადგილზე გადატანის მოთხოვნით აქცია გამართა.ყოველდღიურად თბილისიდან ათასობით ტონა ნარჩენი ქალაქის ერთადერთ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე იგზავნება, რომელიც დიდი ლილოს დასახლების მახლობლად მდებარეობს. მან ფუნქციონირება 2010 წელს, გლდანის რაიონში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ნაგავსაყრელი ნაწილობრივ დახურულია, ის მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის სამგორის რაიონისა და ლილოს დასახლების მცხოვრებლებს.ადგილობრივების თქმით, უკვე 16 წელია მათ გაუსაძლისი სუნისა და ანტისანიტარიის პირობებში უწევთ ცხოვრება, რის გამოც იქმნება ჯანმრთელობისთვის საზიანო გარემო.როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ლილოში მდებარე ნაგავსაყრელის გადატანის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი კვლევის დასრულების შემდეგ მიიღებენ. კობახიძემ დააადსტურა, რომ არსებული ნაგავსაყრელი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც სუნის, ისე გარემოს დაბინძურების კუთხით.გასულ კვირაში თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე დაწყებულია სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რაც გულისხმობს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების (ლიჩეტის) გამწმენდი სისტემის მოწყობას, რომელიც 2027 წლის სექტემბრისთვის მთლიანად უნდა დასრულდეს.დედაქალაქის მერის თქმით, პარალელურად მიმდინარეობს სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის განიხილება საერთაშორისო სტანდარტების ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობა და ნაგავსაყრელის გადატანის მართებულობაც.საცხოვრებელ დასახლებასთან ახლოს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის არსებობა ადგილობრივების საპროტესტო აქციის საბაბი ბევრჯერ გამხდარა. მათ არაერთხელ გამართეს აქცია, გზა გადაუკეტეს ნაგვის მანქანებს და ნაგავსაყრელამდე მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ქალაქის ხელმძღვანელობამ აღნიშნული საკითხის მოგვარებისა და ნაგავსაყრელისთვის ახალი ადგილის შერჩევის პირობა დადო.ამჟამად თბილისში საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხების კუთხით მხოლოდ კერძო ინიციატივები მოქმედებს. დედაქალაქში არსებული ნარჩენების დიდი კონტეინერების უმეტესობა შერეული ტიპისაა და მათში ერთად იყრება როგორც საკვები, ისე მყარი ნარჩენები და აგრეთვე პლასტიკი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24454/35/244543575_286:0:1962:1257_1920x0_80_0_0_0db5cdd081bcd48db66ffbee59ffb151.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარია - მოსახლეობა ლილოს ნაგავსაყრელის გადატანას ითხოვს
დასახლებასთან ახლოს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის არსებობა ადგილობრივების საპროტესტო აქციის საბაბი ბევრჯერ გამხდარა
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, დიდი ლილოსა და ნასაგურის დასახლების მოსახლეობამ ლილოს ნაგავსაყრელის დაუყოვნებლივ დახურვისა და სხვა ადგილზე გადატანის მოთხოვნით აქცია გამართა.
ყოველდღიურად თბილისიდან ათასობით ტონა ნარჩენი ქალაქის ერთადერთ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე იგზავნება, რომელიც დიდი ლილოს დასახლების მახლობლად მდებარეობს. მან ფუნქციონირება 2010 წელს, გლდანის რაიონში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ნაგავსაყრელი ნაწილობრივ დახურულია, ის მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის სამგორის რაიონისა და ლილოს დასახლების მცხოვრებლებს.
ადგილობრივების თქმით, უკვე 16 წელია მათ გაუსაძლისი სუნისა და ანტისანიტარიის პირობებში უწევთ ცხოვრება, რის გამოც იქმნება ჯანმრთელობისთვის საზიანო გარემო.
„ყოველდღიურად მეთანს ვსუნთქავთ, რაც არის რესპირატორული და ალერგიული პრობლემების გამომწვევი და საბოლოოდ გადაგვარებულ სიმსივნეებამდე მივყავართ. 7 საათის მერე გარეთ ვერ გამოხვალ და ვერც ფანჯარას გააღებ ისეთი სუნია. არასდროს მქონია ალერგია და ბოლო ორი წელია საშინელი ალერგია დამეწყო ყველაფერზე. დაპირებები ბევრია,“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ლილოში მდებარე ნაგავსაყრელის გადატანის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი კვლევის დასრულების შემდეგ მიიღებენ. კობახიძემ დააადსტურა, რომ არსებული ნაგავსაყრელი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც სუნის, ისე გარემოს დაბინძურების კუთხით.
გასულ კვირაში თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე დაწყებულია სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რაც გულისხმობს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების (ლიჩეტის) გამწმენდი სისტემის მოწყობას, რომელიც 2027 წლის სექტემბრისთვის მთლიანად უნდა დასრულდეს.
დედაქალაქის მერის თქმით, პარალელურად მიმდინარეობს სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის განიხილება საერთაშორისო სტანდარტების ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობა და ნაგავსაყრელის გადატანის მართებულობაც.
საცხოვრებელ დასახლებასთან ახლოს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის არსებობა ადგილობრივების საპროტესტო აქციის საბაბი ბევრჯერ გამხდარა. მათ არაერთხელ გამართეს აქცია, გზა გადაუკეტეს ნაგვის მანქანებს და ნაგავსაყრელამდე მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ქალაქის ხელმძღვანელობამ აღნიშნული საკითხის მოგვარებისა და ნაგავსაყრელისთვის ახალი ადგილის შერჩევის პირობა დადო.
ამჟამად თბილისში საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხების კუთხით მხოლოდ კერძო ინიციატივები მოქმედებს. დედაქალაქში არსებული ნარჩენების დიდი კონტეინერების უმეტესობა შერეული ტიპისაა და მათში ერთად იყრება როგორც საკვები, ისე მყარი ნარჩენები და აგრეთვე პლასტიკი.