https://sputnik-georgia.com/20261011/kobaxidze-davicavt-memkvidreobas-romelsac-erovnuli-ertoba-epuzneba-301106217.html
კობახიძე: მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ეროვნული ერთობა ეფუძნება
კობახიძე: მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ეროვნული ერთობა ეფუძნება
Sputnik საქართველო
სიმპოზიუმი, რომელიც სასტუმრო „რედისონში“ 11-13 ოქტომბრის პერიოდში გაიმართება, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ 1700... 11.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-11T21:00+0400
2026-10-11T21:00+0400
2026-10-11T21:00+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
რელიგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/10/299167063_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_c3059ff9ddf4d01c8de1816389faafed.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სახარება პირველ საუკუნეში, ქრისტეს მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ, ჩვენი ერის განვითარების გზა და თვითმყოფადობა განსაზღვრა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო სიმპოზიუმზე „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" სიტყვით გამოსვლისას.სიმპოზიუმი, რომელიც სასტუმრო „რედისონში“ 11-13 ოქტომბრის პერიოდში გაიმართება, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ 1700 წლისთავის იუბილეს ეძღვნება.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დედაეკლესია საუკუნეების განმავლობაში იყო ქვეყნის სულიერი საყრდენი.მისი თქმით, „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" ის მარადიული ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც ილია მეორემ ქართულ საზოგადოებას უანდერძა და რომელსაც სახელმწიფო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს. „ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება", - აღნიშნა კობახიძემ.მისასალმებელია, რომ საერთაშორისო სიმპოზიუმი სწორედ ამ თემაზე იმართება და მიზნად ისახავს ამ ფასეულობებს შორის ურთიერთკავშირისა და თანამედროვე ცხოვრებაში მათი მნიშვნელობის გააზრებას, დასძინა პრემიერმა.სიმპოზიუმის გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ როგორც სასულიერო, ისე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. საიუბილეო ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის, მისი ისტორიული, კულტურული და სულიერი მნიშვნელობის სიღრმისეულ გააზრებას, აგრეთვე მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში საქართველოს როლის წარმოჩენას.სიმპოზიუმის ფარგლებში მოხსენებით გამოვლენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ისტორიკოსები, თეოლოგები, კულტურის მოღვაწეები და სასულიერო პირები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/10/299167063_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_5856359cff3c4451afc2e28cec285a0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, რელიგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, რელიგია, საზოგადოება, ახალი ამბები
კობახიძე: მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ეროვნული ერთობა ეფუძნება
სიმპოზიუმი, რომელიც სასტუმრო „რედისონში“ 11-13 ოქტომბრის პერიოდში გაიმართება, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ 1700 წლისთავის იუბილეს ეძღვნება.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სახარება პირველ საუკუნეში, ქრისტეს მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ, ჩვენი ერის განვითარების გზა და თვითმყოფადობა განსაზღვრა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო სიმპოზიუმზე „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" სიტყვით გამოსვლისას.
სიმპოზიუმი, რომელიც სასტუმრო „რედისონში“ 11-13 ოქტომბრის პერიოდში გაიმართება, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ 1700 წლისთავის იუბილეს ეძღვნება.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დედაეკლესია საუკუნეების განმავლობაში იყო ქვეყნის სულიერი საყრდენი.
„ჩვენი უდიდესი საერო და სასულიერო მოღვაწეების ძალისხმევაც ასწლეულების განმავლობაში ამ ძლიერი ფუნდამენტის განმტკიცებისკენ იყო მიმართული. განსაკუთრებულია ჩვენი დიდი პატრიარქის ილია მეორის ღვაწლი იმაში, რომ თანამედროვე, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობასა და ამ პროცესში ერის სულიერ ერთობას საფუძვლად დაედო უზენაესი ქრისტიანული ფასეულობები. ", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" ის მარადიული ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც ილია მეორემ ქართულ საზოგადოებას უანდერძა და რომელსაც სახელმწიფო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს.
„ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება", - აღნიშნა კობახიძემ.
მისასალმებელია, რომ საერთაშორისო სიმპოზიუმი სწორედ ამ თემაზე იმართება და მიზნად ისახავს ამ ფასეულობებს შორის ურთიერთკავშირისა და თანამედროვე ცხოვრებაში მათი მნიშვნელობის გააზრებას, დასძინა პრემიერმა.
სიმპოზიუმის გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ როგორც სასულიერო, ისე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. საიუბილეო ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის, მისი ისტორიული, კულტურული და სულიერი მნიშვნელობის სიღრმისეულ გააზრებას, აგრეთვე მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში საქართველოს როლის წარმოჩენას.
სიმპოზიუმის ფარგლებში მოხსენებით გამოვლენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ისტორიკოსები, თეოლოგები, კულტურის მოღვაწეები და სასულიერო პირები.