პარაფარიკაობა: ირმა ხეცურიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaირმა ხეცურიანი
ირმა ხეცურიანი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2026
გამოწერა
11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ​ხმალსა და რაპირაში გუნდურ შეჯიბრებაში გამოვა.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. კარდიფში პარაფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატზე ირმა ხეცურიანმა ხმლით ასპარეზობაში ვერცხლის მედალი, ნინო თიბილაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, იუწყება პირველი არხი.
ხეცურიანმა ფინალური შეხვედრა იტალიელ ანდრეა მოგოსთან ანგარიშით 7:15 დათმო და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ნინა თიბილაშვილმა ხმლით ასპარეზობაში ფინალში გადასასვლელი შეხვედრა უნგრელ ევა ჰაიმასთან ანგარიშით 8:15 დათმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თიბილშვილმა რაპირით ასპარეზობაში მიმდინარე ტურნირზე ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია.
11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ​ხმალსა და რაპირაში გუნდურ შეჯიბრებაში გამოვა.
ყველა ახალი ამბავი
0