https://sputnik-georgia.com/20261011/inprastruqturis-saministrom-biujeti-gadacharbebit-aitvisa-301105985.html
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უწყების ბიუჯეტი გადაჭარბებით აითვისა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უწყების ბიუჯეტი გადაჭარბებით აითვისა
Sputnik საქართველო
თანხების ძირითადი ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდა - საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 1,18 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა, რითაც ცხრათვიანი გეგმა 110%-ით... 11.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-11T20:14+0400
2026-10-11T20:14+0400
2026-10-11T20:14+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0a/289826410_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_7f716208645b077831ca3f0b65eb3bf4.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის პირველი ცხრა თვის ბიუჯეტი 106,1%-ით შეასრულა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ინფრასტრუქტურის სამინისტრო პასუხისმგებელია საქართველოში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაზე, მათ შორის შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალების მშენებლობაზე, ქალაქებისა და წყალმომარაგების სისტემების განახლებაზე.უწყების ინფორმაციით, ცხრა თვის გეგმით გათვალისწინებული იყო 1,7 მილიარდი ლარის ათვისება, მაშინ როცა ფაქტობრივმა შესრულებამ 1,8 მილიარდი ლარი შეადგინა.თანხების ძირითადი ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდა - საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 1,18 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა, რითაც ცხრათვიანი გეგმა 110%-ით შეასრულა.საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა — 415,4 მილიონი ლარი, რაც გეგმის 94%-ია.გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ — 250,2 მილიონი ლარი, რაც გეგმის 112%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0a/289826410_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_11b3b0d1be4449a49a21e1bc91a62e41.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უწყების ბიუჯეტი გადაჭარბებით აითვისა
თანხების ძირითადი ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდა - საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 1,18 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა, რითაც ცხრათვიანი გეგმა 110%-ით შეასრულა.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის პირველი ცხრა თვის ბიუჯეტი 106,1%-ით შეასრულა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო პასუხისმგებელია საქართველოში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაზე, მათ შორის შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალების მშენებლობაზე, ქალაქებისა და წყალმომარაგების სისტემების განახლებაზე.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2026 წლის ცხრა თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებამ 106,1% შეადგინა — საკასო ხარჯებმა 1 მილიარდ 859,2 მილიონ ლარს მიაღწია, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს 106,7 მილიონი ლარით აღემატება“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ცხრა თვის გეგმით გათვალისწინებული იყო 1,7 მილიარდი ლარის ათვისება, მაშინ როცა ფაქტობრივმა შესრულებამ 1,8 მილიარდი ლარი შეადგინა.
თანხების ძირითადი ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდა - საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 1,18 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა, რითაც ცხრათვიანი გეგმა 110%-ით შეასრულა.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა — 415,4 მილიონი ლარი, რაც გეგმის 94%-ია.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ — 250,2 მილიონი ლარი, რაც გეგმის 112%-ს შეადგენს.