ძიუდო: საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან გააგრძელებს

© Georgian National Olympic Committeeეთერ ლიპარტელიანი
ეთერ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2026
გამოწერა
რეპეშაჟში საქართველოს მეტოქე რუსეთისა და საფრანგეთის გუნდებს შორის დამარცხებული ნაკრები იქნება.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ასპარეზობის მეოთხედფინალში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს ნაკრები უზბეკეთის გუნდთან ანგარიშით 3:4 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან გააგრძელებს.
ეროვნული ნაკრებიდან გამარჯვება ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), ნინო გულბანმა (70 კგ) და ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვეს. დამატებით დაპირისპირებაში კი თავისი ორთაბრძოლა დათმო მძიმეწონოსანმა სოფიო სომხიშვილმა.
რეპეშაჟში საქართველოს მეტოქე რუსეთისა და საფრანგეთის გუნდებს შორის დამარცხებული ნაკრები იქნება.
რაც შეეხება ინდივიდუალურ ასპარეზობას, მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შედეგად, საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები იაპონიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0