https://sputnik-georgia.com/20261011/deltas-qarxnis-teritoriaze-xanzari-likvidorebulia-301098986.html
„დელტას“ ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
„დელტას“ ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
Sputnik საქართველო
ხანძრის გამომწვევი კონკრეტული მიზეზის დასადგენად ამ დროისთვის შესაბამისი მოკვლევა მიმდინარეობს. 11.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-11T10:29+0400
2026-10-11T10:29+0400
2026-10-11T10:29+0400
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24664/71/246647152_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_186520bf6bdd720aef2c756fac0c1b3d.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. „დელტას“ ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ნათქვამია სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის განცხადებაში.უწყების ცნობით, ცეცხლი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ძველ ნაგებობაში 10 ოქტომბრის ღამით გაჩნდა.გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს მატერიალური ზიანი მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე ან საწარმოო ხაზებზე არ მიუყენებია.ხანძრის გამომწვევი კონკრეტული მიზეზის დასადგენად ამ დროისთვის შესაბამისი მოკვლევა მიმდინარეობს.საქართველოში სამხედრო ქარხანა „დელტას“ ისტორია სათავეს 60-იანი წლების დასაწყისიდან იღებს. ამჟამინდელი სახით ცენტრი 2010 წლიდან არსებობს. ის აერთიანებს ექვს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და თბილისის საავიაციო ქარხანას. ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.„დელტა“ აწარმოებს ჯავშანმანქანებს, ნაღმმტყორცნებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, პისტოლეტებს, შაშხანებს, ჯავშანჟილეტებსა და სხვ. სამხედრო ცენტრს თავისი პროდუქცია უკვე გააქვს ექსპორტზე საზღვარგარეთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24664/71/246647152_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_ae7a3ef2711f79ddc9ecbb9a027c5e30.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
„დელტას“ ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ხანძრის გამომწვევი კონკრეტული მიზეზის დასადგენად ამ დროისთვის შესაბამისი მოკვლევა მიმდინარეობს.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. „დელტას“ ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ნათქვამია სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ცეცხლი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ძველ ნაგებობაში 10 ოქტომბრის ღამით გაჩნდა.
„ცეცხლი „დელტას“ ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ძველ ნაგებობაში, რომელიც ექსპლუატაციაში არ იმყოფება და მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ცეცხლის კერა გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული შესაბამისი სამსახურების სწრაფი ჩარევის შედეგად ვითარება მოკლე დროში ლოკალიზდა და ამ დროისთვის ცეცხლის კერა სრულად ლიკვიდირებულია", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს მატერიალური ზიანი მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე ან საწარმოო ხაზებზე არ მიუყენებია.
ხანძრის გამომწვევი კონკრეტული მიზეზის დასადგენად ამ დროისთვის შესაბამისი მოკვლევა მიმდინარეობს.
საქართველოში სამხედრო ქარხანა „დელტას“ ისტორია სათავეს 60-იანი წლების დასაწყისიდან იღებს. ამჟამინდელი სახით ცენტრი 2010 წლიდან არსებობს. ის აერთიანებს ექვს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და თბილისის საავიაციო ქარხანას. ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
„დელტა“ აწარმოებს ჯავშანმანქანებს, ნაღმმტყორცნებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, პისტოლეტებს, შაშხანებს, ჯავშანჟილეტებსა და სხვ. სამხედრო ცენტრს თავისი პროდუქცია უკვე გააქვს ექსპორტზე საზღვარგარეთ.