https://sputnik-georgia.com/20261010/saqartvelosi-haeris-xarisxis-monitoringi-fartovdeba-siaxleebi-301091993.html
საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ფართოვდება - სიახლეები
საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ფართოვდება - სიახლეები
Sputnik საქართველო
წლის ბოლომდე ჰაერის ხარისხის მონიტორინგი 28 ავტომატური სადგურის საშუალებით განხორციელდება, მონაცემები ხელმისაწვდომია ონლაინ-პორტალზე www.air.gov.ge. 10.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-10T15:58+0400
2026-10-10T15:58+0400
2026-10-10T15:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
გორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/08/270253529_0:110:3077:1841_1920x0_80_0_0_d071a76516ee77a76fc3d57e50b97bfa.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი ფართოვდება, სადგურების რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ელენე ღუბიანურმა ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) წარმომადგენლებთან ერთად, გორში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგური გახსნა.გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების მეშვეობით ახორციელებს.მისი თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი გაფართოვდება და წლის ბოლოსთვის მონიტორინგი 28 ავტომატური სადგურის საშუალებით განხორციელდება.ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების საშუალებით ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი. სადგურებიდან მიღებული მონაცემები ონლაინ ხელმისაწვდომია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე - www.air.gov.ge.ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ხელშეწყობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ნაწილია, რომელსაც გაეროს სააგენტოები ავსტრიის გარემოს სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ.
საქართველო
გორი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/08/270253529_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_cc31cad552f7ade1a75524b571862e5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გორი
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გორი
საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ფართოვდება - სიახლეები
წლის ბოლომდე ჰაერის ხარისხის მონიტორინგი 28 ავტომატური სადგურის საშუალებით განხორციელდება, მონაცემები ხელმისაწვდომია ონლაინ-პორტალზე www.air.gov.ge.
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი ფართოვდება, სადგურების რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ელენე ღუბიანურმა ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) წარმომადგენლებთან ერთად, გორში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგური გახსნა.
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების მეშვეობით ახორციელებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტად რჩება ჰაერის ხარისხის მართვის გაძლიერება და მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი გაფართოვდება და წლის ბოლოსთვის მონიტორინგი 28 ავტომატური სადგურის საშუალებით განხორციელდება.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების საშუალებით ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი. სადგურებიდან მიღებული მონაცემები ონლაინ ხელმისაწვდომია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე - www.air.gov.ge.
ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ხელშეწყობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ნაწილია, რომელსაც გაეროს სააგენტოები ავსტრიის გარემოს სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ.