https://sputnik-georgia.com/20261010/saqartvelos-saaviacio-seqtori-bolo-atwleulis-rekordebs-xsnis-301089841.html
საქართველოს საავიაციო სექტორი ბოლო ათწლეულის რეკორდებს ხსნის
საქართველოს საავიაციო სექტორი ბოლო ათწლეულის რეკორდებს ხსნის
Sputnik საქართველო
საანგარიშო პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2 პროცენტით მეტი მგზავრი გადაიყვანა. 10.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-10T11:21+0400
2026-10-10T11:21+0400
2026-10-10T11:21+0400
საქართველო
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/14/277865669_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_306305d23afabbb31b84a81458415da1.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. საავიაციო სექტორში არსებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, 2026 წლის ცხრა თვეში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა 6,6 მლნ მგზავრი მიიღეს (რაც ათწლიან მაქსიმუმის გადაჭარბებაა), ხოლო მათ მიერ გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა, იუწყება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.საქართველოში სამი საერთაშორისო აეროპორტი მოქმედებს: თბილისის, ქუთაისის და ბათუმის.სააგენტოს განცხადებით, საავიაციო სექტორში არსებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2 პროცენტით მეტი მგზავრი გადაიყვანა.საავიაციო სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. რეკორდული მგზავრთნაკადის ფონზე, სახელმწიფომ დაიწყო ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება, რათა მზარდ მოთხოვნას გაუსწროს.ამ ეტაპზე მთავარ პროექტად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოდერნიზაცია მოიაზრება, რაზეც 240 მლნ ლარი დაიხარჯება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/14/277865669_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_dd7f8f660a74abc6f032d44b420337f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
საქართველო, ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
საქართველოს საავიაციო სექტორი ბოლო ათწლეულის რეკორდებს ხსნის
საანგარიშო პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2 პროცენტით მეტი მგზავრი გადაიყვანა.
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. საავიაციო სექტორში არსებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, 2026 წლის ცხრა თვეში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა 6,6 მლნ მგზავრი მიიღეს (რაც ათწლიან მაქსიმუმის გადაჭარბებაა), ხოლო მათ მიერ გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა, იუწყება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
საქართველოში სამი საერთაშორისო აეროპორტი მოქმედებს: თბილისის, ქუთაისის და ბათუმის.
„2026 წლის 9 თვეში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 33.6 ათასი ტონა, ზრდამ 30 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველი 9 თვის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს განცხადებით, საავიაციო სექტორში არსებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2 პროცენტით მეტი მგზავრი გადაიყვანა.
საავიაციო სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. რეკორდული მგზავრთნაკადის ფონზე, სახელმწიფომ დაიწყო ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება, რათა მზარდ მოთხოვნას გაუსწროს.
ამ ეტაპზე მთავარ პროექტად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოდერნიზაცია მოიაზრება, რაზეც 240 მლნ ლარი დაიხარჯება.