საქართველომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო როდესაც არ შეუერთდა ანტირუსულ სანქციებს - პრემიერი

© photo: Sputnik / Stringerსაქართელოს და ევროკავშირის დროშები
საქართელოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2026
გამოწერა
კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია, თუმცა, მათი თქმით, იცავენ საფინანსო და სავაჭრო შეზღუდვებს
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ბოლო პერიოდის მოვლენები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც არ შეუერთდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მიღწეულ იქნა შეთანხმება რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდების თაობაზე.
„ვხედავთ, რომ სანქციების შემსუბუქება მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ,“- აღნიშნა პრემიერმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. ამავდროულად, ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.
ხელისუფლების განცხადებით, სანქციების გვერდის ავლის შესახებ არცერთი ბრალდება დღემდე არ დადასტურებულა.
ყველა ახალი ამბავი
0