https://sputnik-georgia.com/20261010/kobaxize-anakliis-portis-mimart-yvelas-aqvs-interesi-301087369.html
კობახიძე: ანაკლიის პორტის მიმართ ყველას აქვს ინტერესი
კობახიძე: ანაკლიის პორტის მიმართ ყველას აქვს ინტერესი
Sputnik საქართველო
მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ანაკლიის მიმართულებით დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტზე, განაცხადა პრემიერმა 10.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-10T10:45+0400
2026-10-10T10:45+0400
2026-10-10T10:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
ანაკლია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24080/40/240804078_0:184:1000:747_1920x0_80_0_0_42c1973f2da4a93d2475b0f625b2b12a.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო ინვესტორები და კონკრეტული სახელმწიფოები დიდ ინტერესს იჩენენ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მიმართ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.მთავრობის 6 ივნისის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება წამყვანი კერძო ინვესტორის გარეშე, ხოლო სახელმწიფო პორტის წილების 100% ადრე გამოცხადებული 51%-იანი წილის ნაცვლად შეინარჩუნებს.პრემიერის თქმით, ასევე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ანაკლიის მიმართულებით დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტზე. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაგეგმილია ახალი, 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება იქნება 200 მილიონი დოლარი,როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამშენებლო ტენდერი მიმდინარე თვის ბოლომდე გამოცხადდება.ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ლენდლორდის (Landlord) მოდელით ვითარდება - სახელმწიფო ქმნის და ფლობს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო პარტნიორები განავითარებენ და ოპერირებას გაუწევენ შესაბამის ტერმინალებს.ეს მოდელი უზრუნველყოფს პორტის ეტაპობრივ განვითარებას ტვირთნაკადების ზრდის შესაბამისად, ქმნის კონკურენტულ გარემოს საერთაშორისო ოპერატორებისთვის და აძლიერებს ანაკლიის შესაძლებლობას, გახდეს „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი საკვანძო საზღვაო კარიბჭე.საპორტო ინფრასტრუქტურის გარდა, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ქსელის, ახალი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობას.ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას (დაღრმავება, ტალღმჭრელის პროექტირება და მშენებლობა) უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები 3 წლის შემდეგ დასრულდება.მთავრობის ამოცანაა 2029 წლისთვის დაასრულოს პირველი ფაზის სამუშაოები და მიიღოს პირველი გემები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ამ ეტაპის დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24080/40/240804078_4:0:1000:747_1920x0_80_0_0_08fb0df091a0bf46a0f354f71d16055b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ანაკლია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ანაკლია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
კობახიძე: ანაკლიის პორტის მიმართ ყველას აქვს ინტერესი
მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ანაკლიის მიმართულებით დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტზე, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო ინვესტორები და კონკრეტული სახელმწიფოები დიდ ინტერესს იჩენენ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მიმართ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის 6 ივნისის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება წამყვანი კერძო ინვესტორის გარეშე, ხოლო სახელმწიფო პორტის წილების 100% ადრე გამოცხადებული 51%-იანი წილის ნაცვლად შეინარჩუნებს.
„ანაკლიის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი ინვესტორების მხრიდან, კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, ყველას აქვს ინტერესი. ჩვენთვის მთავარია, რომ მაქსიმალურად მომგებიანი ხელშეკრულება დავდოთ ანაკლიის ტერმინალების ოპერირებასთან დაკავშირებით და ეს იქნება აბსოლუტურად ღია პროცესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ასევე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ანაკლიის მიმართულებით დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტზე. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაგეგმილია ახალი, 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება იქნება 200 მილიონი დოლარი,
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამშენებლო ტენდერი მიმდინარე თვის ბოლომდე გამოცხადდება.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ლენდლორდის (Landlord) მოდელით ვითარდება - სახელმწიფო ქმნის და ფლობს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო პარტნიორები განავითარებენ და ოპერირებას გაუწევენ შესაბამის ტერმინალებს.
ეს მოდელი უზრუნველყოფს პორტის ეტაპობრივ განვითარებას ტვირთნაკადების ზრდის შესაბამისად, ქმნის კონკურენტულ გარემოს საერთაშორისო ოპერატორებისთვის და აძლიერებს ანაკლიის შესაძლებლობას, გახდეს „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი საკვანძო საზღვაო კარიბჭე.
საპორტო ინფრასტრუქტურის გარდა, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ქსელის, ახალი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობას.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას (დაღრმავება, ტალღმჭრელის პროექტირება და მშენებლობა) უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები 3 წლის შემდეგ დასრულდება.
მთავრობის ამოცანაა 2029 წლისთვის დაასრულოს პირველი ფაზის სამუშაოები და მიიღოს პირველი გემები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.
როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ამ ეტაპის დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.