ღომი: დასავლეთ საქართველოს გემო - ვიდეო

გამოწერა
ღომი - სიმინდის ფქვილისგან მომზადებული ფაფისებრი კერძია, რომელიც დამახასიათებელია დასავლეთ საქართველოსთვის და განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონისთვის.
აქ იგი, საუკუნეების მანძილზე, პრაქტიკულად ასრულებდა იგივე როლს, რასაც პური სხვა რეგიონებში, თუმცა, ღომის ისტორია საქართველოში სიმინდის გამოჩენამდე ბევრად ადრე დაიწყო. თავდაპირველად მას ამზადებდნენ ფეტვის მსგავსი მარცვლეული კულტურისგან, რომელსაც ასევე „ღომს" უწოდებდნენ.
იგი დასავლეთ საქართველოს ტენიან და თბილ მიწებზე მოჰყავდათ. მოგვიანებით სიმინდი უფრო მოსავლიანი აღმოჩნდა და თანდათან ჩაანაცვლა ძველი მარცვლეული კულტურა, თუმცა, კერძის დასახელება უცვლელი დარჩა.
ყველა ახალი ამბავი
0