https://sputnik-georgia.com/20261009/zaxarovam-neoliberaluri-propagandisgan-gamofxizlebisken-mouwoda-301108320.html
ზახაროვამ საზოგადოებას ნეოლიბერალური პროპაგანდისგან გამოფხიზლებისკენ მოუწოდა
ზახაროვამ საზოგადოებას ნეოლიბერალური პროპაგანდისგან გამოფხიზლებისკენ მოუწოდა
Sputnik საქართველო
ზახაროვას თქმით, დღეს ადამიანები ისეთი მასშტაბის გამოწვევების წინაშე დგანან, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდის გამოწვევებს უტოლდება. 09.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-09T16:09+0400
2026-10-09T16:09+0400
2026-10-12T09:44+0400
რუსეთი
თანამედროვე ტექნოლოგიები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/15/300218299_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_b126570b7dfdf0ba6b8c5b5524affaec.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. კაცობრიობა ახლა ცხოვრობს საშინელ დროში, როდესაც ნეოლიბერალური პროპაგანდა ფანტავს ტრადიციულ ჩარჩოებსა და არჩევანის თავისუფლებას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.„დღეს ეს პროპაგანდა, ნეოლიბერალური ფართოდაა გავრცელებული, ის არცთუ ისე თვალშისაცემია. ის გვთავაზობს, მაგალითად, ვარიაციულობას გენდერის არჩევის თავისუფლების საფარქვეშ... ამ ნეოლიბერალიზმის პროპაგანდამ ისე გააკეთა, რომ მათ ნარატივებში ნარკოტიკებმა შეწყვიტეს აბსოლუტურ ბოროტებად ყოფნა. მეტიც, ამან გამოიწვია ნარკომანიის ლეგალიზაცია უამრავ ქვეყანაში. გაღვიძების დროა“, — განაცხადა ზახაროვამ II გლობალური ციფრული ფორუმის ფარგლებში გამართულ ლექციაზე.ზახაროვას თქმით, დღეს ადამიანები ისეთი მასშტაბის გამოწვევების წინაშე დგანან, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდის გამოწვევებს უტოლდება. ეს გამოწვევები განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგანაც მაშინ, როდესაც 85 წლის წინ მესამე რაიხი, ნაციზმი და ფაშიზმი ღიად უჭერდნენ მხარს სეგრეგაციასა და მკვლელობას — რითაც სიკეთესა და ბოროტებას შორის ზღვარი ვიზუალურად მკაფიო იყო — თანამედროვე პროპაგანდა საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს შორის საზღვრებს ბუნდოვანს ხდის.დიპლომატმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება იმედის დამყარება მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, ქვეყნების ჯგუფზე ან რამდენიმე ლიდერზე, რომლებიც აუცილებლად მოვლენ და ყველას გადაარჩენენ.„ყველამ, ყველამ უნდა გაიღვიძოს. ეს ზარი, როგორც (ერნესტ) ჰემინგუეი წერდა, უკვე თითოეული ჩვენგანისთვის რეკავს“, — დასძინა ზახაროვამ.II გლობალური ციფრული ფორუმი მოსკოვში 8-10 ოქტომბრის პერიოდში იმართება. РИА Новости - ფორუმის გენერალური მედიაპარტნიორია.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/15/300218299_0:0:1138:853_1920x0_80_0_0_84ab90c4f58c57d6fd169a2d762aba0e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, თანამედროვე ტექნოლოგიები , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, თანამედროვე ტექნოლოგიები , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ზახაროვამ საზოგადოებას ნეოლიბერალური პროპაგანდისგან გამოფხიზლებისკენ მოუწოდა
16:09 09.10.2026 (განახლებულია: 09:44 12.10.2026) ზახაროვას თქმით, დღეს ადამიანები ისეთი მასშტაბის გამოწვევების წინაშე დგანან, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდის გამოწვევებს უტოლდება.
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. კაცობრიობა ახლა ცხოვრობს საშინელ დროში, როდესაც ნეოლიბერალური პროპაგანდა ფანტავს ტრადიციულ ჩარჩოებსა და არჩევანის თავისუფლებას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„დღეს ეს პროპაგანდა, ნეოლიბერალური ფართოდაა გავრცელებული, ის არცთუ ისე თვალშისაცემია. ის გვთავაზობს, მაგალითად, ვარიაციულობას გენდერის არჩევის თავისუფლების საფარქვეშ... ამ ნეოლიბერალიზმის პროპაგანდამ ისე გააკეთა, რომ მათ ნარატივებში ნარკოტიკებმა შეწყვიტეს აბსოლუტურ ბოროტებად ყოფნა. მეტიც, ამან გამოიწვია ნარკომანიის ლეგალიზაცია უამრავ ქვეყანაში. გაღვიძების დროა“, — განაცხადა ზახაროვამ II გლობალური ციფრული
ფორუმის ფარგლებში გამართულ ლექციაზე.
ზახაროვას თქმით, დღეს ადამიანები ისეთი მასშტაბის გამოწვევების წინაშე დგანან, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდის გამოწვევებს უტოლდება. ეს გამოწვევები განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგანაც მაშინ, როდესაც 85 წლის წინ მესამე რაიხი, ნაციზმი და ფაშიზმი ღიად უჭერდნენ მხარს სეგრეგაციასა და მკვლელობას — რითაც სიკეთესა და ბოროტებას შორის ზღვარი ვიზუალურად მკაფიო იყო — თანამედროვე პროპაგანდა საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს შორის საზღვრებს ბუნდოვანს ხდის.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება იმედის დამყარება მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, ქვეყნების ჯგუფზე ან რამდენიმე ლიდერზე, რომლებიც აუცილებლად მოვლენ და ყველას გადაარჩენენ.
„ყველამ, ყველამ უნდა გაიღვიძოს. ეს ზარი, როგორც (ერნესტ) ჰემინგუეი წერდა, უკვე თითოეული ჩვენგანისთვის რეკავს“, — დასძინა ზახაროვამ.
II გლობალური ციფრული ფორუმი მოსკოვში 8-10 ოქტომბრის პერიოდში იმართება. РИА Новости - ფორუმის გენერალური მედიაპარტნიორია.