https://sputnik-georgia.com/20261009/uitkofi-da-kusneri-moskovsi-oqtombersi-gaemgzavrebian-media-301086410.html
უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში ოქტომბერში გაემგზავრებიან - მედია
უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში ოქტომბერში გაემგზავრებიან - მედია
Sputnik საქართველო
ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთი და აშშ აგრძელებენ მსჯელობას უკრაინული კონფლიქტის მოგვარების შესაძლო გზებზე. 09.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-09T18:05+0400
2026-10-09T18:05+0400
2026-10-09T23:45+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
დონალდ ტრამპი
ვლადიმირ პუტინი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/03/296040813_0:0:3114:1753_1920x0_80_0_0_e971277bcb3cc6edded6016305d1c79c.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და ამერიკის ლიდერის სიძე ჯარედ კუშნერი შესაძლოა ოქტომბერში მოსკოვში გაემგზავრონ, იუწყება გამოცემა Axios.ვიზიტის მიზანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების გამართვა იქნება.„უიტკოფი და კუშნერი შესაძლოა მოსკოვში მიმდინარე თვის ბოლოს გაემგზავრონ პუტინთან მოსალაპარაკებლად“, — წერს გამოცემა.სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დღეს მაიამიში უკრაინისა წარმომადგენლებს შეხვდებიან ახალი ერთიანი წინადადების განსახილველად, რომელიც მოიცავს კონფლიქტის ყველა ასპექტს საომარი მოქმედებების დასრულების მიზნით.კონსულტაციებს შეუერთდებიან ასევე დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები, აგრეთვე ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.ბოლო კვირების განმავლობაში მოსკოვი და ვაშინგტონი აგრძელებენ მსჯელობას უკრაინული კონფლიქტის მოგვარების პოტენციურ გზებზე. მთავარ საურთიერთობო არხებს წარმოადგენს რუსეთის ხელმძღვანელობის კონტაქტები აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან.სექტემბრის დასაწყისში უიტკოფმა და კუშნერმა მოსკოვში პუტინთან გამართეს მოლაპარაკებები. შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.მოგვიანებით, ამერიკელი მომლაპარაკებლები ნიუ-იორკში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შეხვდნენ, რათა განეხილათ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობა, ასევე — უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხი.
აშშ
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/03/296040813_192:0:2923:2048_1920x0_80_0_0_ecbef9c8ff327835f4493a7ee84a2a84.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი, მსოფლიოს ახალი ამბები
უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში ოქტომბერში გაემგზავრებიან - მედია
18:05 09.10.2026 (განახლებულია: 23:45 09.10.2026) ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთი და აშშ აგრძელებენ მსჯელობას უკრაინული კონფლიქტის მოგვარების შესაძლო გზებზე.
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და ამერიკის ლიდერის სიძე ჯარედ კუშნერი შესაძლოა ოქტომბერში მოსკოვში გაემგზავრონ, იუწყება გამოცემა Axios.
ვიზიტის მიზანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების გამართვა იქნება.
„უიტკოფი და კუშნერი შესაძლოა მოსკოვში მიმდინარე თვის ბოლოს გაემგზავრონ პუტინთან მოსალაპარაკებლად“, — წერს გამოცემა.
სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დღეს მაიამიში უკრაინისა წარმომადგენლებს შეხვდებიან ახალი ერთიანი წინადადების განსახილველად, რომელიც მოიცავს კონფლიქტის ყველა ასპექტს საომარი მოქმედებების დასრულების მიზნით.
კონსულტაციებს შეუერთდებიან ასევე დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები, აგრეთვე ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.
ბოლო კვირების განმავლობაში მოსკოვი და ვაშინგტონი აგრძელებენ მსჯელობას უკრაინული კონფლიქტის მოგვარების პოტენციურ გზებზე. მთავარ საურთიერთობო არხებს წარმოადგენს რუსეთის ხელმძღვანელობის კონტაქტები აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან.
სექტემბრის დასაწყისში უიტკოფმა და კუშნერმა მოსკოვში პუტინთან გამართეს მოლაპარაკებები. შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
მოგვიანებით, ამერიკელი მომლაპარაკებლები ნიუ-იორკში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შეხვდნენ, რათა განეხილათ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობა, ასევე — უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხი.