https://sputnik-georgia.com/20261009/tbilisis-meria-lilos-nagavsayrelis-gadatanis-sakitxs-kvlevis-dasrulebis-semdeg-gadawyvets-301086729.html
თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელის გადატანის საკითხს კვლევის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს
თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელის გადატანის საკითხს კვლევის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს
Sputnik საქართველო
ნაგავსაყრელი ამჟამად სერიოზულ პრობლემას ქმნის როგორც სუნის, ისე გარემოს დაბინძურების კუთხით, განაცხადა კალაძემ. 09.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-09T21:09+0400
2026-10-09T21:09+0400
2026-10-10T00:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24454/36/244543615_59:171:1990:1257_1920x0_80_0_0_982ec3c4865f0888d089a4884cab03cd.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ლილოში მდებარე ნაგავსაყრელის გადატანის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი კვლევის დასრულების შემდეგ მივიღებთ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.ყოველდღიურად თბილისიდან ათასობით ტონა ნარჩენი ქალაქის ერთადერთ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე იგზავნება, რომელიც დიდი ლილოს დასახლების მახლობლად მდებარეობს. მან ფუნქციონირება 2010 წელს, გლდანის რაიონში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ნაგავსაყრელი ნაწილობრივ დახურულია, ის მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის სამგორის რაიონისა და ლილოს დასახლების მცხოვრებლებს.ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ არსებული ნაგავსაყრელი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც სუნის, ისე გარემოს დაბინძურების კუთხით.„არსებული ნაგავსაყრელი იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას კონკრეტული პროექტების განხორციელებას. ეს არის პრობლემა ნაჟური წყლების (ლიჩეტის), რომელიც პირდაპირ არხში ჩაედინება და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს როგორც სუნის, ისე გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით“, - განაცხადა კალაძემ.მისი თქმით, დღეისათვის უკვე გაკეთდა გამწმენდი სისტემის მოწყობის პროექტი. უკვე არსებობს კონკრეტული კომპანია, დაწყებულია სამუშაოები, რომელიც 2027 წლის სექტემბრისთვის მთლიანად უნდა დასრულდეს.„ამით სუნთან და ნაჟური წყლების არხში ჩადინებასთან დაკავშირებული პრობლემა მთლიანად მოწესრიგდება, თუმცა ეს ნაგავსაყრელის პრობლემას სრულად ვერ მოაგვარებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერის თქმით, პარალელურად მიმდინარეობს სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის განიხილება საერთაშორისო სტანდარტების ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობა და ნაგავსაყრელის გადატანის მართებულობაც.საცხოვრებელ დასახლებასთან ახლოს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის არსებობა ადგილობრივების საპროტესტო აქციის საბაბი ბევრჯერ გამხდარა. მათ არაერთხელ გამართეს აქცია, გზა გადაუკეტეს ნაგვის მანქანებს და ნაგავსაყრელამდე მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ქალაქის ხელმძღვანელობამ აღნიშნული საკითხის მოგვარებისა და ნაგავსაყრელისთვის ახალი ადგილის შერჩევის პირობა დადო.ამჟამად თბილისში საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხების კუთხით მხოლოდ კერძო ინიციატივები მოქმედებს. დედაქალაქში არსებული ნარჩენების დიდი კონტეინერების უმეტესობა შერეული ტიპისაა და მათში ერთად იყრება როგორც საკვები, ისე მყარი ნარჩენები და აგრეთვე პლასტიკი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24454/36/244543615_446:242:1800:1257_1920x0_80_0_0_cd76392e4c6a13279191c09d588e471d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელის გადატანის საკითხს კვლევის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს
21:09 09.10.2026 (განახლებულია: 00:09 10.10.2026) ნაგავსაყრელი ამჟამად სერიოზულ პრობლემას ქმნის როგორც სუნის, ისე გარემოს დაბინძურების კუთხით, განაცხადა კალაძემ.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ლილოში მდებარე ნაგავსაყრელის გადატანის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი კვლევის დასრულების შემდეგ მივიღებთ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ყოველდღიურად თბილისიდან ათასობით ტონა ნარჩენი ქალაქის ერთადერთ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე იგზავნება, რომელიც დიდი ლილოს დასახლების მახლობლად მდებარეობს. მან ფუნქციონირება 2010 წელს, გლდანის რაიონში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ნაგავსაყრელი ნაწილობრივ დახურულია, ის მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის სამგორის რაიონისა და ლილოს დასახლების მცხოვრებლებს.
„გვექნება კვლევის შედეგები და გვეცოდინება სრული სურათი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა შესაძლებელი აღნიშნული ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა და რომელ კონკრეტულ ტერიტორიაზე შეიძლება ამის განხორციელება“, - განაცხადა კალაძემ.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ არსებული ნაგავსაყრელი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც სუნის, ისე გარემოს დაბინძურების კუთხით.
„არსებული ნაგავსაყრელი იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას კონკრეტული პროექტების განხორციელებას. ეს არის პრობლემა ნაჟური წყლების (ლიჩეტის), რომელიც პირდაპირ არხში ჩაედინება და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს როგორც სუნის, ისე გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, დღეისათვის უკვე გაკეთდა გამწმენდი სისტემის მოწყობის პროექტი. უკვე არსებობს კონკრეტული კომპანია, დაწყებულია სამუშაოები, რომელიც 2027 წლის სექტემბრისთვის მთლიანად უნდა დასრულდეს.
„ამით სუნთან და ნაჟური წყლების არხში ჩადინებასთან დაკავშირებული პრობლემა მთლიანად მოწესრიგდება, თუმცა ეს ნაგავსაყრელის პრობლემას სრულად ვერ მოაგვარებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, პარალელურად მიმდინარეობს სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის განიხილება საერთაშორისო სტანდარტების ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობა და ნაგავსაყრელის გადატანის მართებულობაც.
საცხოვრებელ დასახლებასთან ახლოს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის არსებობა ადგილობრივების საპროტესტო აქციის საბაბი ბევრჯერ გამხდარა. მათ არაერთხელ გამართეს აქცია, გზა გადაუკეტეს ნაგვის მანქანებს და ნაგავსაყრელამდე მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ქალაქის ხელმძღვანელობამ აღნიშნული საკითხის მოგვარებისა და ნაგავსაყრელისთვის ახალი ადგილის შერჩევის პირობა დადო.
ამჟამად თბილისში საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხების კუთხით მხოლოდ კერძო ინიციატივები მოქმედებს. დედაქალაქში არსებული ნარჩენების დიდი კონტეინერების უმეტესობა შერეული ტიპისაა და მათში ერთად იყრება როგორც საკვები, ისე მყარი ნარჩენები და აგრეთვე პლასტიკი.