საქართველოში საწვავი ძვირდება: ბიზნესი გადასახადების შემცირებას ითხოვს – ვიდეო

გამოწერა
საქართველოში საწვავის გაძვირება ურტყამს მძღოლების ჯიბეს და ბიზნესს. ერთ წელიწადში ბენზინის ფასი 30%-ზე მეტით, ხოლო დიზელის ფასი — 55%-ზე მეტით გაიზარდა.
დიზელის საწვავის ფასმა რეკორდულ ნიშნულს — ლიტრზე 5 ლარს მიაღწია. „თავისუფალი ბიზნესის ასოციაცია“ მთავრობისგან საწვავზე აქციზური
გადასახადის სასწრაფოდ შემცირებას ითხოვს თუნდაც დროებით, რამდენიმე თვით,
როგორც ეს სხვა ქვეყნებში განხორციელდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, სატრანსპორტო სექტორში ფასები უკვე 18,7%-ით გაიზარდა, რაც მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკაზე ინფლაციურ ზეწოლას ზრდის.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ ძვირი დიზელი ზრდის ტრანსპორტირების, წარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხარჯებს, რამაც, შესაძლოა, ფასების შემდგომი ზრდა გამოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0